12 პროდუქტი, რომელიც ბავშვის თეფშზე არ უნდა მოხვდეს

12 პროდუქტი, რომელიც ბავშვის თეფშზე არ უნდა მოხვდეს

ყველა დედას სურს, მისი შვილი ჯანსაღად და მრავალფეროვნად იკვებებოდეს. პატარა ბავშვებს ხშირად უფროსების დელიკატესებსაც ასინჯებენ. მაგრამ იცით, რომ არსებობს პროდუქტები, რომლების საერთოდ არ უნდა მოხვდნენ ბავშვის თეფშში?..

ხიზილალა და ზღვის პროდუქტები

არავინ კამათობს, რომ ხიზილალა და წითელი თევზი მეტად სასარგებლო პროდუქტია. მდიდარი ცილით, ფოსფორით, ვიტამინებითა და ამინომჟავებით. მაგრამ 3 წლამდე ბავშვს არ უნდა გაასინჯოთ. თევზის პროდუქტები საკმაოდ ალერგიულია, ხიზილალა დიდი რაოდენობით მარილს შეიცავს.

ხაჭოს მოჭიქული ყველეული და დესერტი

ეს იგივე ე.წ. სიროკია. მასში მართლაც

შეიძლება იყოს ხაჭო, მაგრამ იმდენ არომატიზატორსა და შაქარს შეიცავს, რომ ბავშვის მენიუსთვის საზიანოა.

სოკო

თუნდაც 100 პროცენტით დარწმუნებული ხართ, რომ სოკო უსაფრთხოა, სკოლამდელი ასაკის ბავშვს არც ერთი სახეობის და არანაირ მდგომარეობაში (მოხარშული, მოთუშული) არ უნდა გაასინჯოთ. სოკო საკმაოდ რთულად გადასამუშავებელი პროდუქტია და არღვევს ბავშვის საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას.

კონსერვები და ბოსტნეულის მარინადები

შინაურულიც კი უამრავ მარილს, სანელებლებსა და ძმარს შეიცავს. რამაც შეიძლება პატარას თირკმელები დაუზიანოს.

ცხიმიანი ხორცის სახეობა

ღორისა და ცხვრის ხორცი რთულად გადასამუშავებელი პროდუქტია. ზედმეტი დატვირთვაა ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლისთვის.

ტორტები და ღვეზელები

განსაკუთრებით მაღაზიაში ნაყიდი, რომლებიც გაჯერებულია რთულად გადასამუშავებელი ცხიმებით და მავნე დანამატებით. თუმცა, ნურც შინაურული ტორტების ჭამას დააძალებთ... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს