რა წერია ბიბლიაში ღვინით მკურნალობის შესახებ

რა წერია ბიბლიაში ღვინით მკურნალობის შესახებ

ღვინით მკურნალობის თემატიკას სამედიცინო შინაარსის ქართულ ხელნაწერებში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია, მაგალითად, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სამკურნალო წიგნ-კარაბადინში. საინტერესო ცნობებია მე-13 საუკუნის სამედიცინო კრებულში "წიგნი სააქიმო", სადაც ხშირად გვხვდება ფრაზები: "ღვინით შეიზილოს", "ღვინოი წყალსა გაურიოს", "ორთქლი ღვინისაი", "პურსა ღვინითა დამბალსა სჭამდეს".

ღვინით მკურნალობა სახარებაშიცაა აღწერილი. მაცხოვრის მიერ მოთხრობილ იგავში ნათქვამია, რომ ყაჩაღების მიერ გაძარცვულ და დაჭრილ მგზავრს ჭრილობები ზეთისა და ღვინის დასხმით მოუშუშდა. ალბათ, გარკვეული პარალელის გავლება შეიძლება ამ იგავსა და დიდმარხვის მიწურულს მართლმადიდებელ ეკლესიაში შვიდგზის ზეთისცხებას შორის, რომლის დროსაც სულიერი და ხორციელი განკურნებისათვის მრევლს სწორედ ზეთსა და ღვინოს სცხებენ.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს