ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
შრიფტი
14:38 / 12-06-2017
ქალაქები, სადაც ცხოვრებისთვის ფულს გადაგიხდიან
გსურთ სხვა ქვეყანაში ცხოვრება? თან ისე, რომ ამაში ფულს გიხდიდნენ? ბევრმა არ იცის, რომ არსებობს ქვეყნები, სადაც მუდმივი მაცხოვრებლები სჭირდებათ და მზად არიან ამაში ფული გადაიხადონ.

დეტროიტი, ამერიკა

თითქმის დაცარიელებული ქალაქი მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ”დასავლეთის პარიზად” იწოდებოდა. ახლა იქ დიდი ძალისხმევით ცდილობენ ძველი დიდება დააბრუნონ. ადგილობრივმა მთავრობამ წარმოადგინა პროგრამა Challenge Detroit, რომელიც ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე სპეციალისტებს თავაზობს თვეში 2500 დოლარს, რომ მათ დეტროიტში იცხოვრონ და იმუშაონ.

ალასკა, ამერიკა

თუ ზამთარი გიყვართ, თოვლიანი პეიზაჟები და ცხოვრების ნელი ტემპი, მაშინ ალასკა თქვენთვის იდეალური ადგილია. სპეციალური სახელმწიფო ფონდი სპეციალისტებს უხდის, რომლებიც თანხმდებიან რეგიონებში მუშაობაზე, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მცირეა. ერთადერთი შესასრულებელი პირობა ისა, რომ ალასკაზე ერთი წელი იცხოვროთ.

სასკაჩევანის პროვინცია, კანადა

კანადური პროვინცია სპეციალისტებს, რომელთაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ რას გააკეთებენ, თავაზობს ბრწყინვალე შესაძლებლობას. ახალგაზრდა ენთუზიასტებს 20 000 კანადურ დოლარს გადაუხდიან თუ პროვინციაში შვიდი წელი იმუშვებენ და იცხოვრებენ.

ნიაგარას ჩანჩქერი, ამერიკა

საოცარი წინადადებაა, ცხოვრობდე მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას და ამაში ფულს იღებდე. მთავრობა 7 000 დოლარს
სთავაზობს უნივერსიტეტდამთავრებულებს, რომლებიც ორი წლის მანძილზე ადგილობრივ ეკონომიკურ ერთეულებში იმუშავებენ.

პონგა, ასტურია, ესპანეთი

ლამაზი, პატარა სოფელი ესპანეთში ერთ-ერთი უძველესია. ახალგაზრდა მაცხოვრებლების მიზიდვის მიზნით და ეკონომიკის გაძლიერებისთვის, ადგილობრივი მთავრობა 3 000 ევროს გადაუხდის ყველა ახალგაზრდა წყვილს, ვინც იქ საცხოვრებლად გადავა, გარდა ამისა, ყოველ ახალ შვილზე კიდევ 3 000 ევროს დაამატებენ.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo
14:51 / 13-06-2017
მაკო
0
ინფორმავიის მიმართ უნდობლობის მოხსნა იოლად შეიძლება - გამგზავრება და ა.შ. დეტალები საელჩოების დონეზე უნდა გადაწყდეს/გაირკვეს და არა ვიღაც კერძო სუბიეტებს მიმართონ მსურველებმა!!
11:29 / 13-06-2017
lia
0
"ქართველ" ჩინელებს გადაუთარგმნეთ ეს სტატია ჩინურ ენაზე - ძალიან გთხოვთ, იქნებ გადავრჩეთ მაგათი შემოსევისაგან.
ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:32 / 28-06-2017  Image ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე საქართველოში დაბრუნდა
იგი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისა და ირაკლი ფირცხალავას წინააღმდეგ სამოქალაქო დავას იწყებს
19:23 / 28-06-2017  Image "საშიშროება იყო, რომ ეტლში ჩამჯდარი დავრჩებოდი" - გიორგი გოცირიძე ქართველი ექიმების შეცდომებზე საუბრობს
"თურქეთში ქირურგმა მითხრა, ოპერაცია არასწორად არის გაკეთებულიო"
10:25 / 28-06-2017  Image საკუთარი ბინა თვეში 210 დოლარიდან!
სამშენებლო კომპანია „მონოლით ჯგუფი“ უნიკალურ შეთავაზებას აანონსებს
22:51 / 28-06-2017  Image "უკეთესი იქნება პროფესიული სტანდარტების დაცვაზე გეზრუნა...გთავაზობ სანაძლეოს" - გიგი უგულავა ნიკა გვარამიას მიმართავს
"ნიკა, ძვირფასო, ონლაინ გამოკითხვები რომ არაზუსტია ეს ყველამ კარგად ვიცით"
15:07 / 28-06-2017  Image მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს 4 თვის წინ შექმნილი ოჯახი დაენგრა
ყვილმა ინსტაგრამიდან ერთმანეთის ფოტოები წაშალა
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49