ქალაქები, სადაც ცხოვრებისთვის ფულს გადაგიხდიან

ქალაქები, სადაც ცხოვრებისთვის ფულს გადაგიხდიან

გსურთ სხვა ქვეყანაში ცხოვრება? თან ისე, რომ ამაში ფულს გიხდიდნენ? ბევრმა არ იცის, რომ არსებობს ქვეყნები, სადაც მუდმივი მაცხოვრებლები სჭირდებათ და მზად არიან ამაში ფული გადაიხადონ.

დეტროიტი, ამერიკა

თითქმის დაცარიელებული ქალაქი მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ”დასავლეთის პარიზად” იწოდებოდა. ახლა იქ დიდი ძალისხმევით ცდილობენ ძველი დიდება დააბრუნონ. ადგილობრივმა მთავრობამ წარმოადგინა პროგრამა Challenge Detroit, რომელიც ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე სპეციალისტებს თავაზობს თვეში 2500 დოლარს, რომ მათ დეტროიტში იცხოვრონ და იმუშაონ.

ალასკა, ამერიკა

თუ ზამთარი გიყვართ, თოვლიანი პეიზაჟები და ცხოვრების ნელი ტემპი, მაშინ ალასკა თქვენთვის იდეალური ადგილია. სპეციალური სახელმწიფო ფონდი სპეციალისტებს უხდის, რომლებიც თანხმდებიან რეგიონებში მუშაობაზე, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მცირეა. ერთადერთი შესასრულებელი პირობა ისა, რომ ალასკაზე ერთი წელი იცხოვროთ.

სასკაჩევანის პროვინცია, კანადა

კანადური პროვინცია სპეციალისტებს, რომელთაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ რას გააკეთებენ, თავაზობს ბრწყინვალე შესაძლებლობას. ახალგაზრდა ენთუზიასტებს 20 000 კანადურ დოლარს გადაუხდიან თუ პროვინციაში შვიდი წელი იმუშვებენ და იცხოვრებენ.

ნიაგარას ჩანჩქერი, ამერიკა

საოცარი წინადადებაა, ცხოვრობდე მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას და ამაში ფულს იღებდე. მთავრობა 7 000 დოლარს სთავაზობს უნივერსიტეტდამთავრებულებს, რომლებიც ორი წლის მანძილზე ადგილობრივ ეკონომიკურ ერთეულებში იმუშავებენ.

პონგა, ასტურია, ესპანეთი

ლამაზი, პატარა სოფელი ესპანეთში ერთ-ერთი უძველესია. ახალგაზრდა მაცხოვრებლების მიზიდვის მიზნით და ეკონომიკის გაძლიერებისთვის, ადგილობრივი მთავრობა 3 000 ევროს გადაუხდის ყველა ახალგაზრდა წყვილს, ვინც იქ საცხოვრებლად გადავა, გარდა ამისა, ყოველ ახალ შვილზე კიდევ 3 000 ევროს დაამატებენ.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს