მანქანაში გამოკეტილი ბავშვები გასართობად წასული დედის გულგრილობის შედეგად გარდაიცვალნენ

მანქანაში გამოკეტილი ბავშვები გასართობად წასული დედის გულგრილობის შედეგად გარდაიცვალნენ

თინეიჯერმა დედამ ორი ქალიშვილი გადახურებულ მანქანაში დატოვა, თავად კი მეგობრებთან ერთად გასართობად წავიდა, რამაც ბავშვების სიკვდილი გამოიწვია. 19 წლის ამანდა ჰოვკინსმა ორი წლის ედისონი და ერთი წლის ბრინი 15 საათის მანძილზე მანქანაში დატოვა საჭმელისა და სასმელის გარეშე. დედამ მეგობრის სახლში მოილხინა. როდესაც მას მეგობარმა ურჩია, ბავშვები შიგნით შეეყვანა, მან უარი განაცხადა.

მეორე საღამოს, როდესაც მანქანასთან დაბრუნდა, ამანდამ აღმოაჩინა, რომ ბავშვები უგონოდ იყვნენ, მაგრამ საავადმყოფოში წაყვანის ნაცვლად, სახლში წაიყვანა, აბანავა და ტანსაცმელი გამოუცვალა. ის ცდილობდა მომხდარის დამალვას და ექიმებს განუცხადა, მაშინ წაუვიდათ გული, როდესაც პარკში ყვავილებს ყნოსავდნენო.

ბავშვები ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, რამდენიმე საათში გარდაიცვალნენ. პოლიციასთან დაკითხვის დროს დედამ დანაშაული აღიარა. ამანდა დააკავეს და ბავშვების მიტოვებისა და საფრთხეში ჩაგდების მუხლით გაასამართლებენ. თუ დანაშაული დაუმტკიცა, მას ორწლიანი პატიმრობა ემუქრება.

მომზადებულია mirror.co.uk-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს