მეცნიერებმა მკერდის სიმსივნე 11 დღეში გაანადგურეს

მეცნიერებმა მკერდის სიმსივნე 11 დღეში გაანადგურეს

მეცნიერებმა მკერდის სიმსივნე 11 დღეში გაანადგურეს. კვლევა პროფესორმა ნაიჯელ ბანდრედმა წარმოადგინა ევროპის მკერდის კიბოს კონფერენციაზე ამსტერდამში, სადაც განაცხადა, რომ ცდებს ატარებდა ორი წამლის, ჰერცეპტინის და ლაპატინიბის ეფექტურობასთან დაკავშირებით.

ეს ორი წამალი ხშირად გამოიყენება მკერდის კიბოს სამკურნალოდ, თუმცა პირველად მოხდა მათი გამოყენება ოპერაციამდე და ქიმიოთერაპიამდე. შედეგად აღმოაჩინეს, რომ 11 დღეში ზოგიერთი ტიპის მკერდის კიბოს ელიმინაცია მოხდა.

იმ ფაქტის გარდა, რომ ასეთი მკურნალობა ქიმიოთერაპიის და ქირურგიული ჩარევის საჭიროებას გამორიცხავს, დროებითი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თმის ცვენა და ღებინება, აგრეთვე გამორიცხულია. 

მკერდის კიბოთი დაავადებულმა 257-მა ქალმა მიიღო მონაწილეობა კვლევაში, ნაწილი სინთეზურ მკურნალობაზე იყო, ნაწილი საკონტროლო ჯგუფს წარმოადგენდა. დადგინდა, რომ წამლებით მკურნალობისას ქალების 11%-ს მთლიანად გაუქრა სიმსივნური უჯრედები ორ კვირაში, 17%-ს კი საკმაოდ შეუმცირდა სიმსივნური წარმონაქმნი.

საკონტროლო ჯგუფში, რომელსაც მხოლოდ ჰერცეპტინს აძლევდნენ, არავის გაქრობია სიმსივნური უჯრედები, მხოლოდ სამ პროცენტს შეუმცირდა ზომები. პრობლემა ის არის, რომ ჰერცეპტინის ლიცენზია საშუალებას იძლევა მხოლოდ ქიმიოთერაპიის დროს იქნეს გამოყენებული. ამ კვლევის შედეგებმა შესაძლოა, ლიცეზიის წესი შეცვალოს.

მომზადებულია educateinspirechange.org-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს