ინდოეთში ადამიანისსახიანი ხბო დაიბადა, რომელსაც ღმერთივით ეთაყვანებიან

ინდოეთში ადამიანისსახიანი ხბო დაიბადა, რომელსაც ღმერთივით ეთაყვანებიან

ინდურ ქალაქ უტარ პრადეშში ხალხი რიგში დგას, რომ მკვდარ ხბოს მიაგონ პატივი. ხბომ დაბადებიდან მხოლოდ ერთი საათი იცოცხლა, მაგრამ მისი გარეგნობა იმდენად უჩვეულო იყო, რომ ადგილობრივებმა ის ღმერთ ვიშნუს ავატარად მიიჩნიეს. ცხოველი მინის კუბოში მოათავსეს და პატივს მიაგებენ.

ხბოს თავი ძალიან წააგავს ადამიანისას: ცხვირი, ყურები, თვალები პრიმატივით აქვს, შუბლი საერთოდ არ უგავს ძროხისას. 3 დღეში ხბოს კრემაციას ჩაუტარებენ და ფერფლს აკლდამაში დამარხავენ, რომელიც სპეციალურად ღმერთ ვიშნუს პატივსაცემადაა აგებული.

ზოოლოგები ხბოს უჩვეულო გარეგნობას გენეტიკური ანომალიით ხსნიან, მსგავსი ანომალიები ჩერნობილის ზონაში ხშირია.

მომზადებულია discover24.ru-ს მიხედვით.

იანვრის სასიყვარულო ჰოროსკოპი - რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს პირად ცხოვრებაში

მილიონერი მდიდრულ რანჩოზე საცხოვრებლად 10 ადამიანს ეპატიჟება - შეძლებთ ისარგებლოთ ყველაფრით, რაც მაგნატს ეკუთვნის

ქართველი ვარსკვლავების 2020 - ცნობილი ადამიანების საახალწლო ფოტოები "ინსტაგრამიდან"