დონალდ ტრამპი შეცდომით უცხო ადამიანების ქორწილში მოხვდა

დონალდ ტრამპი შეცდომით უცხო ადამიანების ქორწილში მოხვდა

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეცდომით მოხვდა ოთახში, სადაც საქორწინო ცერემონია მიმდინარეობდა. დარბაზი, სადაც ქორწილი იმართებოდა, გოლფ კლუბის ტერიტორიაზე გახლდათ, რომელიც ტრამპის საკუთრებაა. სტუმრებმა არ იცოდნენ ტრამპის იქ ყოფნის ამბავი, სანამ საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა არ შეაჩერეს ცერემონია ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

"ძალიან მოკლე ვიზიტი ჰქონდა, ყველას ხელი დაგვიქნია. ყველა განცვიფრებული იყო, მასთან მიდიოდნენ ფოტოს გადასაღებად. პატარძალმა მასთან მიირბინა, პრეზიდენტი კი გადაეხვია და აკოცა, პატარძალი აღფრთოვანებული იყო", - ყვება შეუღლებული წყვილის ერთ-ერთი მეგობარი.

იხილეთ ვიდეო

პრეზიდენტმა არა მხოლოდ მიულოცა დაქორწინება კრისტენ პიატკოვსკის და ტაკერ გლედჰილს, არამედ ფოტოებიც გადაიღო, რამდენიმე შლაპაზე ხელი მოაწერა თავისი საარჩევნო ფრაზით - "დავუბრუნოთ ამერიკას დიდება", რის შემდეგაც სტუმრებმა ერთხმად დაიწყეს სკანდირება: "ამერიკა, ამერიკა!"

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს