სერიულმა მკვლელმა ჯაჭვით დაბმული გოგონა ორი თვის მანძილზე სექს-მონად აქცია

სერიულმა მკვლელმა ჯაჭვით დაბმული გოგონა ორი თვის მანძილზე სექს-მონად აქცია

ამერიკელმა მანიაკმა გოგონა გაიტაცა და საკუთარ სახლში ორი თვე ჯაჭვით ყავდა დაბმული. სამხრეთ კაროლინას პოლიციამ გოგონას სექსუალური მონობიდან გათავისუფლების კადრები გამოაქვეყნა. რამდენიმე თვე დამნაშვეს კალა ბრაუნი საკუთარი სახლის ეზოში, სამშენებლო ვაგონში კისერზე ჯაჭვით ყავდა დაბმული, ყოველდღიურად აუპატიურებდა და ცემდა მას.

გოგონა 2016 წლის შემოდგომაზე გაქრა თავის ბოიფრენდთან ერთად, რომელიც მანიაკმა მოკლა და დამარხა. სერიულმა მკვლელმა ტოდ კოლხეპმა აღიარა კიდევ რვა ადამიანის მკვლელობა, რომელთა სხეულებიც საკუთარ ეზოში ჰქონდა დამარხული. პოლიცია მკვლელის კვალზე სრულიად შემთხვევით გავიდა, როდესაც მისი უკანასკნელი მსხვერპლის კივილი გაიგონეს შემოვლაზე მყოფმა თანამშრომლებმა. კოლხეპი აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან, ამიტომ სასიკვდილო განაჩენის ნაცვლად მას შვიდგზის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

მომზადებულია 5-tv.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს