რა ტიპის ქვეწარმავლებია გავრცელებული საქართველოში და როგორ ამოვიცნოთ შხამიანი გველი

რა ტიპის ქვეწარმავლებია გავრცელებული საქართველოში და როგორ ამოვიცნოთ შხამიანი გველი

ქვეწარმავლების გავრცელება ტემპერატურის მატებასთან ერთად დაიწყო. ბოლო ორი თვის განმავლობაში, "ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში" 450-მდე ზარი დაფიქსირდა. რეაგირების შედეგად ეკიპაჟებმა 200-ზე მეტი გველი დაიჭირეს.

"ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის" ხელმძღვანელის, თემურ ფხალაძის განმარტებით, ზოგიერთი მათგანი შხამიანიც აღმოჩნდა. მისი თქმით, ქვეწარმავლის აღმოჩენის შემთხვევაში, 112-ზე აღნიშნული სამსახურის გამოძახება 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ.

ქვეწარმავლები თბილისის ყველა უბანში ფიქსირდება, მათ შორის გლდანში, ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, დიღომში.

"თბილისის თითქმის ყველა უბნიდან თანაბრად გვიკავშირდებიან, ჩვენი ეკიპაჟები შესაბამისი აღჭურვილობით შემთხვევის ადგილზე მიდიან და შესაბამის სამუშაოებს ატარებენ. იმ ტერიტორიის სპეციალური ხსნარით შეწამვლა, სადაც არ გვინდა, რომ გველმა დაიბუდოს, ჩვენც შეგვიძლია. ამ ხსნარების რეალიზაცია თბილისში ბევრ მაღაზიაში ხდება," - განმარტავს თემურ ფხალაძე.

სპეციალისტების რეკომენდაციით, ქვეწარმავლის აღმოჩენის შემთხვევაში, გადაწყვეტილების თვითნებურად მიღებას შესაძლოა, უარყოფითი შედეგები მოჰყვეს, ამიტომ უმჯობესია, თბილისის ზოოპარკის ეგზოტერიუმის თანამშრომლის, თეკლა კვაჭაძის რჩევები გავითვალისწინოთ. წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს