სიმსივნის 5 მოულოდნელი სიმპტომი

სიმსივნის 5 მოულოდნელი სიმპტომი

ჯანდაცვის და ექიმების გაერთიანების ყველაზე მსხვილი ამერიკული პორტალი WebMD აქვეყნებს იმ სიმპტომების ჩამონათვალს, რომლებიც შესაძლოა ონკოლოგიური დაავადების მანიშნებელი იყოს.  

ლიმფური კვანძების გადიდება

ლიმფური კვანძები ყველა ადამიანს აქვს კისერთან, იღლიაში და სხვა ადგილებში. მათი გადიდება შესაძლოა ორგანიზმში ინფექციის შეჭრის ბრალი იყოს, მაგრამ სიმსივნის ზოგიერთი ფორმა, მაგალითად, ლიმფომა და ლეიკემია აგრეთვე იწვევენ ლიმფური კვანძების გადიდებას, ამიტომ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

ცვლილება მკერდში

მკერდში ცვლილებები სიმსივნეს ყოველთვის არ უკავშირდება, მაგრამ უმჯობესია მაინც შეატყობინოთ ამის შესახებ ექიმს. ნებისმიერი გამაგრება, კერტების ცვლილება, გამონადენი, გაწითლებული კანი ან ტკივილის შეგრძნება, შესაძლოა, შემაშფოთებელი სიმპტომი გამოდგეს. ექიმი დაგინიშნავთ მამოგრაფიას ან ბიოფსიას და გამოირიცხება, ან დასაწყისშივე გამოჩნდება სიმსივნური წარმონაქმნის არსებობა.

მუცლის შებერილობა

შესაძლოა მუცლის შებერილობა არასწორი კვების გამო იყოს გამოწვეული, ან სტრესის, მაგრამ თუ შებერილობა არ გადის, ან დაღლილობა, წონის კარგვა, ზურგის ტკივილი ემატება, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. ქალებში მუცლის ხშირი შებერილობა საკვერცხეების სიმსივნის ნიშანი შეიძლება იყოს.

შარდვის პრობლემები

ბევრი მამაკაცი აწყდება ამ პრობლემას ასაკში და შესაძლოა ეს ადენომის პროსტატის სიმპტომები იყოს. თუმცა იგივე სიმპტომები აქვს სიმსივნესაც. ამიტომ აუცილებლად მიმართეთ ექიმს, მან შეიძლება სისხლის სპეციალური ანალიზის ჩაბარება გირჩიოთ.

სიცხე

მაღალი ტემპერატურა ნიშნავს იმას, რომ თქვენი ორგანიზმი ინფექციას ებრძვის. სიცხე შეიძლება წამლების გვერდითი ეფექტიც იყოს. მაგრამ ხშირი სიცხეები აშკარა მიზეზის გარეშე სისხლის სიმსივნეზე მეტყველებს.

ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდათ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

შეიძლება თუ არა დავინფიცირდეთ კორონავირუსით საკვები პროდუქტებიდან - რას გვირჩევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია?

"სველი, გადაცივებული ადამიანების ნაწილი შეიძლება უკვე იყოს კიდეც ინფიცირებული" - რას წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი