გამოგონილი ადამიანები, რომლებმაც მსოფლიოზე უდიდესი გავლენა იქონიეს

გამოგონილი ადამიანები, რომლებმაც მსოფლიოზე უდიდესი გავლენა იქონიეს

წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიას, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობდნენ.

რომეო და ჯულიტა

რომეო და ჯულიეტა "დამნაშავენი" არიან არამხოლოდ "იდეალური ურთიერთობის" შეხედულების ჩამოყალიბებაში, არამედ განქორწინების მაჩვენებელშიც. ადამიანები ქორწინებაში იდეალურ ურთიერთობას ეძებენ, რომელიც ვნებაზე და რომანტიკაზეა დაფუძნებული და როდესაც ეს რომანტიკა ნელდება, ქორწინებაც ირღვევა. არადა, რაც იდეალურ ურთიერთობას სჭირდება, ეს სიყვარული, პატივისცემა და ნდობაა.

დიდი ძმა

დიდი ძმა უამრავი სოციალური პროტესტის შთაგონების წყაროა. მისი სახელი ჟღერს ყოველ ჯერზე, როდესაც სახელმწიფო აკრძალვებს აწესებს ან ისეთ კანონს იღებს, რომელიც თავისუფლებას რაიმე კუთხით ზღუდავს. ყველამ იცის მისი სახე, ყველამ იცის, რას ნიშნავს მისი სახელი. დიდი ძმა, რა თქმა უნდა, ჯორჯ ორუელის რომანის, 1984-ის გამოგონილი პერსონაჟია.

დედალუსი და იკარუსი

თვითმფრინავით სულ რაღაც 24 საათში შეგიძლია პლანეტის ერთი კუთხიდან მეორეში აღმოჩნდე. კაცობრიობის ეს ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა შეიძლება არასოდეს განხორციელებულიყო, რომ არა მითოლოგიური დედალუსი და იკარუსი. ისტორია გვიყვება იმის შესახებ, თუ როგორ შექმნა დედალუსმა მექანიკური ფრთები თავისი შვილისთვის და ამ ისტორიის შემდეგ, ადამიანს ფრენის წყურვილი ამოძრავებს.

"მარლბორო მენი"

დღეს ყველა მამაკაცი ფილტრიან სიგარეტს ეწევა, მაგრამ სანამ მარლბორო მენის კამპანია დაიწყებოდა, "ნამდვილი მამაკაცები" უფილტრო სიგარეტებს ეწეოდნენ, ფილტრიანები კი კონკრეტულად ქალთა სეგმენტისთვის იქმნებოდა. მარლბორო მენის კამპანია ემსახურებოდა მამაკაცებში ფილტრიანი სიგარეტის პოპულარიზაციას. დღეს ამ კამპანიის წარმატებული შედეგი თვალსაჩინოა.

მომზადებულია listverse.com-ს მიხედვით