24 წლის გოგონა უკანალის გადიდების ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა

24 წლის გოგონა უკანალის გადიდების ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა

24 წლის ლონდონელი ჯოი უილიამსი მას შემდეგ დაიღუპა, რაც ბანგკოკის კლინიკაში გაკეთებული საჯდომის იმპლანტი გაებზარა. სამართალდამცავებმა ახალგაზრდის სიკვდილში ექიმი დაადანაშაულეს და ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით წაუყენეს.

"უილიამსი ჭკვიანი, მზრუნველი გოგონა იყო, რომელიც დაბალი თვითშეფასებით იტანჯებოდა", - ამბობენ გოგონას ახლობლები. პლასტიკური ოპერაცია მას მანამდეც ჰქონდა გაკეთებული.

პირველი ოპერაცია გოგონას 14 ოქტომბერს ჩაუტარდა, მაგრამ ის მალევე დაბრუნდა კლინიკაში სისხლდენითა და გაუსაძლისი ტკივილებით. ექიმმა მას ვენური საანესთეზიო საშუალება დაუნიშნა, რისი უფლებაც არ ჰქონდა. უილიამსმა ოპერაციის შემდეგ გაიღვიძა, მაგრამ რამდენიმე საათში საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

თუ დანაშაული დაუმტკიცდა, პლასტიკური ქირურგი 3 წელს ციხეში გაატარებს და 2000 დოლარს ჯარიმის სახით გადაიხდის.

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით

რა დაემართა ჩინელ მსახიობს ცხვირის ოპერაციის შემდეგ - "გამიჩნდა ნეკროზი, ცხვირის წვერზე ქსოვილი უბრალოდ მოკვდა" (ფოტოები)

"კარპატების მარადონა" - რუმინელი გეორგე ჰაჯი, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ცაცია ფეხბურთელია

დღის ფოტო კახეთიდან: მოსწავლე ონლაინ გაკვეთილზე სათივედან ერთვება