ქალმა საკუთარი სტუმრები ხმაურის გამო დაცხრილა

ქალმა საკუთარი სტუმრები ხმაურის გამო დაცხრილა

ფლორიდაში მცხოვრებმა ქალმა სტუმრებს ცეცხლი გაუხსნა. დამნაშავის მოტივი სტუმრების ხმაური იყო, ალანა ანეტ სეიველი გაღიზიანდა, რომ  წვეულების დასრულების შემდეგ სტუმრები სახლში არ მიდიოდნენ.

ალანა 32 წლისაა, ის პანამა სითიში, საკუთარ სახლში გამართულ წვეულებაზე სტუმრებს მასპინძლობდა, თუმცა მოგვიანებით სტუმრები ძალიან ახმაურდნენ. პოლიციის თქმით, ქალმა, სანამ სტუმრად მისულ წყვილს ფეხებში ესროდა, მათ წასვლა უბრძანა. დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ალანა ანეტ სეიველს ბრალი იარაღის უკანონო შენახვაში წაუყენეს.

მომზადებულია bbc.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს