მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გაზიანი სასმელების მიღება ნაადრევ დაბერებას იწვევს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გაზიანი სასმელების მიღება ნაადრევ დაბერებას იწვევს

თუ ხშირად სვამთ გაზიან სასმელებს, თავს ნაადრევად იბერებთ. ასეთია მეცნიერთა ახალი კვლევის დასკვნა.

კვლევაში 5 309 მოზარდმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც გაზიან სასმელს და ხილის წვენებს სვამდნენ. შემდეგ მეცნიერებმა შეადარეს ტელომერები - ქრომოსომები, რომლებიც დაბერების პროცესზე არიან პასუხისმგებლები. მათი საშუალებით შესაძლებელია ბიოლოგიური ასაკის გამოანგარიშება და დიაბეტის, სიმსივნური და კარდიოვასკულარული დაავადებების ალბათობის დადგენა.

სხვადასხვა ფაქტორების შეფასების შედეგად, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ყოველდღიურად 200 მილიგრამზე მეტი გაზიანი სასმელის მიღება ტელომერის შემცირებას იწვევს. თუ ყოველ დღე ნახევარ ლიტრიან გაზიან სასმელს იღებთ, თქვენი ბიოლოგიური ასაკი 4,6 წლით უფრო დიდი იქნება, ვიდრე მათი, ვინც გაზიან სასმელს არ ეტანება. ზუსტად იგივე შედეგს იძლევა სიგარეტის მოწევაც.

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს