ცხოველები, რომლებიც ადამიანების წყალობით გადაშენდნენ

ცხოველები, რომლებიც ადამიანების წყალობით გადაშენდნენ

ყოველ წელს ჩვენი პლანეტა სულ უფრო დიდ დანაკლისს განიცდის. წყალი, ტყე, ჰაერი - ეს ყველაფერი ადამიანებმა დიდი ხანია მოწამლეს. ტყეებთან ერთად კი ცხოველებიც ქრებიან. დღეს წარმოგიდგენთ იმ ცხოველებს, რომლებიც ადამიანების წყალობით გადაშენდნენ.

ზანზიბარის ლეოპარდი

სახეობის ამოწყვეტის კამპანია 1960-იან წლებში დაიწყო და უკვე 30 წლის შემდეგ ზანზიბარის ლეოპარდი ველურ ბუნებაში თითქმის აღარ არსებობდა. მეცნიერებმა განგაშის ზარებს შემოკრეს 90-იანებში, მაგრამ რამდენიმე წელში ჯიშის გადარჩენის პროგრამა უპერსპექტივობის გამო დაიხურა.

დასავლური შავი მარტორქა

შავი მარტორქის ეს ჯიში გადაშენეულად რამდენიმე წლის წინ გამოაცხადეს. ის მუდმივი ნადირობის მსხვერპლი გახდა კამერუნში. ბრაკონიერებისთვის ყველაზე ფასეული მისი რქა იყო, რომელსაც ჩინურ მედიცინაში იყენებენ.

ტასმანიური მგელი

ტასმანიური მგელი ავსტრალიის მატერიკზე და ახალი გვინეის კუნძულზე ბინადრობდა. პირველად მისი საცხოვრებელი არეალი შეიცვალა, როდესაც ხალხმა ახალ გვინეაში ძაღლი დინგოები ჩაიყვანეს. მათ ტასმანიური მგლები შეავიწროვეს და განდევნეს. ითვლება, რომ ბოლო ტასმანიური მგელი 1930 წელს მოკლეს, 1936 წელს კი ერთ-ერთ ზოოპარკში სიბერისგან გადაიცვალა ჯიშის უკანასკნელი წარმომადგენელი.

ზღვის ძროხა

ზღვის ძროხა კომანდორსკის კუნძულზე იყო გავრცელებული და ძალიან დიდი გაბარიტებით გამოირჩეოდა. ადამიანის საერთოდ არ ეშინოდა და ძალიან გემრიელი ხორციც ქონდა. სწორედ ამის გამო 30 წელიწადში ზღვის ძროხა მთლიანად გადაშენდა.

სამხრეთაფრიკული ძროხისებრი ანტილოპა

მათზე ნადირობა იმდენად აქტიურად მიმდინარეობდა, რომ ბოლო ათწლეულებია ძროხისებრი ანტილოპა მხოლოდ საცხოვრებლად გაუსაძლის ადგილებში ბინადრობდნენ აფრიკის სახელმწიფოში, სანამ გასულ საუკუნეში ბოლომდე არ გადაშენდნენ.

მომზადებულია listverse.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს