ყველაზე უჩვეულო სასტუმროები მსოფლიოში

ყველაზე უჩვეულო სასტუმროები მსოფლიოში

კარგად გატარებული დასვენების დღეები სამუდამოდ გამახსოვრდება. თუ ამ დღეებს ისეთ უჩვეულო ადგილებში ატარებ, რომელთა შესახებაც ახლა მოგიყვებით, მაშინ თქვენი ემოციები და შთაბეჭდილებები საერთოდ წარუშლელი იქნება.

Attrap’Reves ალპები, საფრანგეთი

ეს სასტუმრო გამჭვირვალე საპნის ბუშტივითაა აგებული. დღის განმავლობაში იქ ულტრაიისფერი შუქი არ აღწევს, ღამით კი კოღოები.

The Manta Resort პემბას კუნძული, ტანზანია

ერთი შეხედვით ამ ჩვეულებრივ სასტუმროში, რომელიც ზღვის ნაპირიდან 250 მეტრშია აღმართული, არის წყალქვეშა ოთახი, რომელიც აღჭურვილია დიდი ფანჯრებით და ზღვის მობინადრეების ყურება შეგიძლიათ.

Poseidon Undersea Resort, ფიჯი

ამ საოცარი სასტუმროს 74 ოთახიდან 25 აგებულია 50 მეტრიანი კაფსულის ფორმით და ერთმანეთთან მიერთებულია დერეფნებით, რომელიც წყალქვეშ მდებარეობს. ანთებული შუქი ფანჯრებთან თევზებს და ზღვის ცხოველებს იზიდავს.

Arctic Treehouse Hotel, ფინეთის ლაპლანდია

ზამთრის კურორტების მოყვარულებს ძალიან მოეწონებათ არქტიკული სასტუმრო, რომელიც ხეზეა განთავსებული, საიდანაც სამხრეთის ციალის წარმოუდგენელი ხედი იშლება. სასტუმროს სიახლოვესაა აგრეთვე სანტა კლაუსის სოფელი.

Jumbo Stay სტოკჰოლმი, შვედეთი

ჰოსტელად გადაკეთებული "ბოინგი 747" მდებარეობს არლანდის აეროპორტის გასასვლელში. აქ 29 ნომერია, საიდანაც ასაფრენი ზოლი ჩანს. ყველაზე ძვირიანი ნომერი პილოტების კაბინაა, საიდანაც საოცარი პანორამა იშლება.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს