ევროპის უჩვეულო ქალაქები, რომლებსაც რუკაზე ვერ იპოვნით

ევროპის უჩვეულო ქალაქები, რომლებსაც რუკაზე ვერ იპოვნით

თუ ფიქრობთ, რომ ევროპის შესახებ ყველაფერი იცით, ძალიან ცდებით. აბა, დაასახელეთ ერთი ევროპული ქალაქი მაინც, რომელიც რუკებზე არაა დატანილი. ყველა ქვეყანას არ სჭირდება საზღვრები, პრეზიდენტები, ვალუტა და ჯარი, ზოგჯერ საკმარისია ძლიერი ნება. გაიცანით ის ქვეყნები, რომლებსაც რუკებზე ვერ აღმოაჩენთ.

ალკატრასი, იტალია

ეს ეკოსოფელი იტალიის რეგიონ უმბრიაში თავიდან თვითგამოცხადებული რესპუბლიკა იყო, შემდეგ დამოუკიდებელ ერად გარდაიქმნა. მისი მთავრობა და მაცხოვრებლები თვლიან, რომ ალკატრასი ბედნიერი მომავლის გზაზე მდებარეობს, სადაც ურთიერთპატივისცემა და ღირსებაა უმთავრესი ფაქტორები.

მორესნეტი, ბელგია

გერმანიის, ბელგიის და ნიდერლანდების საზღვართან მდებარე მონაკვეთი ას წელზე მეტია დამოუკიდებლად ითვლება მხოლოდ იმიტომ, რომ ნიდერლანდებმა და პრუსიამ გადაწყვიტეს არ ეომათ ამ პატარა მიწის მონაკვეთისთვის. მოგვიანებით, როდესაც ბელგიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მან მიიერთა თავისი ყოფილი ტერიტორია. განსაკუთრებული ტურისტული ღირებულება მორესნეტს არ გააჩნია, თუმცა მისი მონახულება თავისუფლადაა შესაძლებელი.

უჟუპისი, ლიტვა

უჟუპისი არის ვილნიუსის გვერდით მდებარე ქალაქი, რომელმაც დამოუკიდებლობა 1997 წელს გამოაცხადა. დამოუკიდებლობის დღეს ქალაქი, რომლის ჯარშიც 12 ადამიანია, ელჩები კი 320 ქვეყანაში ყავს, პირველ აპრილს აღნიშნავს. მათ თავისი ვალუტა, ჰიმნი და საზღვარიც კი გააჩნიათ.

მაპსულონი, იტალია

ფლორენციის სიახლოვეს მდებარე ეს ჯუჯა ”სახელმწიფო” 1996 წელს გამოცხადდა დამოუკიდებლად. პირველი, რაც ახალმა მთავრობამ გააკეთა, იყო თანამედროვე ცივილიზაციის პროდუქტების აკრძალვა, მათ შორის ტელევიზორის, კომპიუტერების და ასფალტისაც კი. ამას გარდა, სოფელში მხოლოდ ტოსკანურ ენაზე საუბრობენ. ამ ყველაფრის გამო ის ტურისტებისთვის ძალიან საინტერესო ადგილს წარმოადგენს.

სილენდი, დიდი ბრიტანეთი

შესაძლებელია ზღვაში, ყოფილი ნავთობის მომპოვებელ საზღვაო პლატფორმაზე სახელმწიფოს შექმნა? ყოფილმა მერმა პედი როემ ბეიტსმა 1967 წელს განაცხადა, რომ ამის სრული უფლება ჰქონდა. ჯერ თავად ის, ახლა კი მისი ოჯახი იბრძვის იმისთვის, რომ სახელმწიფო რეალურად გახდეს სრულუფლებიანი ერთეული. სამწუხაროდ, ტურისტული მარშრუტი სილენდში ჯერ კიდევ არ არსებობს.

მომზადებულია listverse.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს