5 ადგილი დედამიწაზე, სადაც მოხვედრისას იფიქრებთ, რომ აპოკალიფსი დადგა

5 ადგილი დედამიწაზე, სადაც მოხვედრისას იფიქრებთ, რომ აპოკალიფსი დადგა

ბოლო ხანებში ტურისტებში ძალიან პოპულარული გახდა "ღვთისგან მივიწყებული" ადგილების მონახულება, ისეთი ადგილების, რომლის შემხედვარეც პოსტ აპოკალიპტური ფილმები გაგახსენდებათ. წარმოგიდგენთ სწორედ ასეთ ქალაქებს, უჩვეულო სილამაზით და აპოკალიპტური გარემოთი:

კუნძული მონტსერატი, კარიბის აუზი

ადგილობრივი ვულკანი სუფრიერი 1995 წლიდან აქტიურია და ამოფრქვევებით კუნძულის ორი მესამედი დაფარა. ახლა იქ ექსკურსიები ეწყობა. აქედან იდეალური ხედი იშლება, კარგად ჩანს დედაქალაქი და განადგურებული აეროპორტი.

თეთრი ქვიშები, ნიუ მექსიკო

თეთრი ქვიშები ყველაზე დიდი გიფსის უდაბნოა მსოფლიოში. ხუთასი კვადრატული კილომეტრი ქათქათა თეთრი სივრცე თოვლიან ანტარქტიდას მოგაგონებთ, სინამდვილეში კი ის მზისგან ძალიან არის გახურებული. სწორედ აქ ჩატარდა პირველი ამერიკული ბირთვული იარაღის ტესტირება. იქ მოხვედრა საკმაოდ რთულია, რადგან პარკი წელიწადში ორჯერ იხსნება: აპრილის პირველ შაბათს და პირველ ოქტომბერს.

ჩიკშულუბი, მექსიკა

ამ პატარა, ყველასგან დავიწყებულ ადგილას დაეცა სწორედ ის მეტეორი, რომელმაც დინოზავრების ეპოქა დაასრულა. მის შემდეგ გაჩენილი კრატერების ნახევარი ამჟამად წყალქვეშ მდებარეობს. ადგილობრივები კრატერის ორივე მხარეს თავაზობენ ტურისტებს ექსკურსიებს.

ვრანგელის კუნძული, რუსეთი

ეს ერთ-ერთი იმ მცირე ადგილთაგანია, რომელიც გამყინვარების ხანაში არ გაყინულა. მეცნიერები თვლიან, რომ სწორედ აქ დადიოდნენ უკანასკნელი მამონტები. დღეს ტურისტები დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს იღებენ.

ერტა ალე, ეთიოპია

ეს ყველაზე შეუფერებელი საცხოვრებელი ადგილია ადამიანისთვის დედამიწაზე. როდესაც მზე ჩადის, მიწიდან კვამლი იწყებს ამოსვლას, მდინარეებიდან კი მოწითალო ნათება მოჩანს. ჰაერის ტემპერატურა 55 გრადუსია. აქ მხოლოდ ყველაზე მამაცი მოგზაურები ადგამენ ფეხს.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით

"გზა სახლიდან სასწრაფოს მანქანამდე თავის ფეხით გაიარა..არავის გვიყურებდა... უკვე ვიცი რატომაც" - ქრისტინე იმედაძე გარდაცვლილ ბაბუას ემოციური პოსტით ემშვიდობება

საკუთარი პოლიცია, გოლფის კლუბი, კერძო სანაპირო - თეთრი სახლის შემდეგ ივანკა ტრამპი "მილიონრების ბუნკერში" ცხოვრებას გეგმავს (ფოტოები)

"ცოტა მაწვალა... მაგრამ, დღეს უკვე ერთად ვართ" - ჯეიჰუნ მუჰამედალი დაქორწინდა, ვინ არის მისი რჩეული?