ასპირინის ამ თვისებების შესახებ შესაძლოა არაფერი იცოდეთ

ასპირინის ამ თვისებების შესახებ შესაძლოა არაფერი იცოდეთ

იცოდით, რომ ასპირინი შეიძლება ტკივილგამაყუჩებლადაც გამოიყენოთ? ეს არის წამალი, რომელიც ურეცეპტოდ გაიცემა აფთიაქებში და რამდენიმე წარმოუდგენელი თვისება გააჩნია.

1. დაგეხმარებათ გამონაყართან ბრძოლაში

ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო ასპირინი ამცირებს გამონაყარის რაოდენობას და ამშვიდებს კანს. უნდა დანაყოთ 2-3 აბი და ლიმონის წვენში გაურიოთ. წაისვით გამონაყარზე და გაიჩერეთ ერთი წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ. არ შეიძლება მზეზე ყოფნისას მისი წასმა.

2. აშორებს ქავილის სურვილს მწერების ნაკბენის შემდეგ

დაასველეთ აბი წყლით იმ დონემდე, სანამ პასტისებურ მასად არ იქცევა და ნაკბენზე წაისვით. გაიჩერეთ რამდენიმე წუთი.

3. ათავისუფლებს ქერტლისგან

ქერტლისგან გასათავისუფლებლად საჭიროა ორი აბის დაფშვნა და შამპუნის იმ რაოდენობაში გარევა, რომელიც თავის დასაბანად გჭირდებათ.

4. აღადგენს დაზიანებულ თმებს

ასპირინი თმას ნაზს და ბზინვარეს ხდის, ეხმარება შეღებვის შემდეგ ფერის შენარჩუნებაში. ცხელი წყლით სავსე ჭიქაში გახსენით ასპირინი, შემდეგ კი თმაზე წაისვით დაბანის შემდეგ. დაიტოვეთ 15 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ.

5. აქრობს ოფლის ლაქებს ტანსაცმლიდან

გაურიეთ ასპირინი ცხელ წყალში, წაუსვით ლაქიან ადგილს და დატოვეთ ღამით. ამის შემდეგ გარეცხეთ ტანსაცმელი ჩვეულებრივად და დატკბით შედეგით.

მომზადებულია adme.ru-ს მიხედვით.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ