მეცნიერები ამტკიცებენ, რომ "კრიტიკული დღეები" მამაკაცებსაც აქვთ

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ "კრიტიკული დღეები" მამაკაცებსაც აქვთ

მეცნიერების მტკიცებით, მამაკაცებსაც აქვთ "კრიტიკული დღეები".

ფსიქოლოგებმა გამოკითხეს 2 412 ადამიანი, მათი 50% მამაკაცი გახლდათ. მონაწილეებს ჰკითხეს, ჰქონიათ თუ არა პრემენსტრუალური სინდრომი - დაღლილობა, ტკივილები მუცლის არეში და მომატებული მგრძნობელობა. მამაკაცების 26%-მა განაცხადა, რომ ასეთი სიმპტომები აწუხებს.

ამასთან, ამ სიმპტომებს მათ თავიანთი პარტნიორებიც ატყობდნენ. ყველა გამოკითხულ ქალს, ვისი პარტნიორიც ირწმუნებოდა, რომ "კრიტიკული დღეები" აქვთ, ჰკითხეს, გვერდში ედგნენ თუ არა მეორე ნახევრებს ასეთ პერიოდში. 43% ცდილობდა ამის გაკეთებას. 44% ცდილობდა გაემხნევებინა პარტნიორი, დანარჩენი ფრთხილად მოქმედებდა მათთან. ამასთან, ქალების 33%, რომლებსაც არ ჯეროდათ თავიანთი პარტნიორების, ურჩევდნენ მათ "კაცურად" მოქცეულიყვნენ და თავი ხელში აეყვანათ.

მამაკაცებმა აირჩიეს რამდენიმე სიმპტომი, რომელიც პრემენსტრუალურ პერიოდს ახასიათებს, მათ შორის გამუდმებული შიმშილი, დაღლილობა და გაღიზიანება. 12% ასეთ დღეებში ძალიან განიცდიდა თავის წონას. 5% მენსტრუალური ტკივილის მსგავსი ტკივილითაც კი იტანჯებოდა.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, მამაკაცებსაც აქვთ ჰორმონალური ციკლი. ის ახდენს გავლენას აქტივობის დონეზე, სექსუალურ ლტოლვაზე და ემოციებზე. მაგალითად, მკვლევარი ჯედ დაიმონდი ამტკიცებს, რომ გაღიზიანებული ხასიათი და დეპრესია მამაკაცებში ტესტოსტერონის ნაკლებობის ბრალია.

მომზადებულია rosbalt.ru-ს მიხედვით