შემთხვევით მომხდარი ფაქტები, რომლებმაც ისტორიის მსვლელობა შეცვალეს

შემთხვევით მომხდარი ფაქტები, რომლებმაც ისტორიის მსვლელობა შეცვალეს

ასეა თუ ისე, სამყარო შემთხვევითობებითაა ნაშენები. წარმოგიდგენთ ისეთ შემთხვევით ან შეცდომით მომხდარ ფაქტებს მსოფლიო ისტორიაში, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს მსოფლიოს ფორმირებაში.

მეტეორიტი და ქრისტიანობა

პავლე მოციქული დამასკოში მიემართებოდა ადგილობრივი ქრისტიანების შესაპყრობად. გზაში მან ნათელი სინათლე დაინახა ცად, დარტყმის სიმძლავრემ მიწაზე დასცა და ხმაური გაიგონა. ის სამი დღით დაბრმავდა და მხოლოდ ქრისტიან ანანეასთან შეხვედრის შემდეგ დაუბრუნდა მხედველობა. მომხდარი პავლემ, როგორც უფლის ნება ისე გადათარგმნა და აქტიურად დაიწყო ქრისტიანობის ადაგება.

თარგმანის სირთულეები და ატომური ბომბი

1645 წელს ამერიკამ იაპონიისგან კაპიტულაცია მოითხოვა. პასუხად იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სუძუკიმ გამოიყენა სიტყვა "მოკუსაცუ", რაც შეიძლება ითარგმნოს როგორც "უკომენტაროდ", "ნეიტრალურ დუმილს ვინარჩუნებ" ან "დავფიქრდებით". თარგმანში ეს სიტყვა გადავიდა როგორც, "ჩვენ იგნორირებას ვუკეთებთ". ასეთმა პასუხმა პრეზიდენტი ტრუმანი შეურაცხყო, რამაც იაპონიის თავზე ორი ატომური ბომბის ჩმოგდება გადააწყვეტინა.

"ტიტანიკი" და კაპიტანის დამხმარე

კარადის გასაღები, სადაც "ტიტანიკის" გუნდის დურბინდები ინახებოდა შესაძლოა გადარჩენის გზა ყოფილიყო, რომ არა დევიდ ბლერი, რომელიც გემზე მსახურობიდან გაათავისუფლეს, მას კი ბორტის დატოვების წინ დაავიწყდა გასაღების დატოვება. ამიტომ ეკიპაჟმა ვერ შეძლო ნაადრევად დაენახა აისბერგი.

პენიცილინი

მეცნიერი ალექსანდრ ფლემინგი მოუწესრიგებელი ადამიანი იყო. ერთ დღეს ლაბორატორიის დალაგება დაავიწყდა, სტაფილოკოკი ჭიქაში დატოვა და ორი კვირით შვებულებაში გავიდა. მთლეი ეს დრო ლაობრატორიაში არავინ შესულა, როდესაც ფლემინგი დაბრუნდა ნახა, რომ სტაფილოკოკები მკვდარი იყვნენ. ასე მოხდა ანტიბიოტიკ პენიცილინის აღმოჩენა.

ბერლინის კედლის დაცემა

1989 წელს აღმოსავლეთ გერმანელმა პოლიტიკოსმა გიუნტერ შაბოვსკიმ პრეს კონფერენცია შეკრიბა, რათა კანონში შეტანილი მცირე ცვლილებები გაეცნო, რომელიც ბერლინის კედლის გადაკვეთას ეხებოდა. მის სიტყვაში გაიპარა მინიშნება იმაზე, რომ შეზღუდვები მთლიანა დმოიხსნებოდა. ჟურნალისტი, რომელმაც ზუსტად ასეთი ქვეტექსტი გაიგონა, შეეკითხა, როდის შევიდოდა ცვლილებები ძალაში. ამაზე შაბოვსკიმ განაცხადა "დაუყოვნებლივ". პრესამ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ აკრძალვა აღარ არსებობდა. ამან კედელთან აურაცხელი ადამიანის მობილიზება გამოიწვია, რომლებიც გადაკვეთას მოითხოვდნენ. რათა ამბოხი აერიდებინათ თავიდან, მთავრობამ საშუალება მისცა კედელს დანგრეულიყო.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს