მსოფლიოში ყველაზე უჩვეულო საქორწინო ტრადიციები

მსოფლიოში ყველაზე უჩვეულო საქორწინო ტრადიციები

ყველა ქორწილი განსხვავებულია, მაგრამ ზოგ ერს საკმაოდ უჩვეულო საქორწილო ტრადიციები აქვს.

ლიბიაში ქორწილს რვა დღე აღნიშნავენ. საქმრო პატარძალს საჩუქრებს ჩუქნის, მაგრამ მხოლოდ მეექვსე დღეს გადასცემს პირადად.

ტრადიციულად მიღებულია, რომ პატარძალი ქალიშვილი უნდა იყოს, მაგრამ არა კენიაში. იქ პატარძალი ქორწილისთვის უკვე ფეხმძიმედ უნდა იყოს. ქმარი კი ქორწილიდან სამი თვის მანძილზე ქალის კაბას უნდა ატარებდეს.

ბალიზე ისეთი ქალი ითვლება დამოუკიდებლად, რომელსაც კბილები აქვს მოხერხილი. მხოლოდ ასეთს აქვს გათხოვების უფლება.

უზბეკეთში ცოლ-ქმარი ქორწინების ღამეს ერთმანეთს არ ნახულობს, ეს ნათესავების პრეროგატივაა. სამაგიეროდ, ახალდაქორწინებულებმა შემდეგ 40 დღე უნდა გაატარონ ერთად.

ბედუინების საქორწინო სუფრის მთავარი კერძია შემწვარი აქლემი, რომელიც ფარშირებულია ცხვრით, ცხვარში ქათამია, ქათამში თევზი, თევზში კი კვერცხი.

საჰარაში თვლიან, რომ რაც უფრო მსუქანია ქალი, მით უფრო წარმატებული იქნება მისი ქორწინება. 

ჩინეთში, ტუცზიას ხალხი ქორწილში ტირის, ჯერ - მარტო, შემდეგ დედასთან, ნათესავებთან, ბოლოს კი მეგობრებთან. ტირილი მთელი თვე გრძელდება. რაც მეტს იტირებს, ამბობენ, რომ უფრო ბედნიერი ქორწინება ექნება ქალს.

ნიკობარსკის კუნძულებზე მამაკაცმა ცოლის ნებისმიერი სურვილი უნდა შეასრულოს ერთი თვის განმავლობაში.

ცენტრალურ აფრიკაში ქორწილის შემდეგ ცოლი ქმარს იმდენი ხანი ცემს, სანამ არ მობეზრდება. ქმრის ცემა რამდენიმე ღამე გრძელდება.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს