2062 წლისთვის მარსზე, შესაძლოა, მილიონიანი ქალაქი გაშენდეს

2062 წლისთვის მარსზე, შესაძლოა, მილიონიანი ქალაქი გაშენდეს

მილიარდერი ინვესტორის, ილონ მასკის განცხადებით, მარსზე რამდენიმე ათეულ წელიწადში მილიონი ადამიანით დასახლებული ქალაქი იარსებებს. მისი აზრით, ადამიანები ერთ დღესაც არმაგედონის წინაშე დავდგებით, თუ მულტიპლანეტარულ ცხოვრებას არ დავიწყებთ. დაახლოებით 40 წელიწადში მასკი აპირებს, რომ მარსის კოლონიზაცია 1 000 ხომალდით მოახდინოს, რომელიც რამდენიმე რეისს ჩაატარებს და ამ დროისთვის მილიონიანი მოსახლეობა ეყოლება წითელ პლანეტას.

"იქ ცოტა ცივა, მაგრამ შეგვიძლია ჰაერი დავათბოთ. ატმოსფერო საკმაოდ კარგია, იქ შეგვეძლება მცენარეების გაზრდა ატმოსფეროს კომპრესიის შედეგად".

მისი განცხადებით, ფრენები მარსზე 2022 წელს დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქი 2062 წლისთვის უკვე იქნება აშენებული.

მომზადებულია independent.co.uk-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს