მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც ადამიანის გასუქებას იწვევს

მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც ადამიანის გასუქებას იწვევს

მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც გასუქებას იწვევს. როგორც ირკვევა, ეს გენი აწარმოებს და ზრდის ცხიმოვან უჯრედებს. 

აღმოჩენილი გენი მოქმედებს როგორც უჯრედების რაოდენობაზე, ისე ზომაზე და მათი ზრდის ციკლში განსაკუთრებულ როლს თამაშობს. მეცნიერებმა ექსპერიმენტი თაგვებზე ჩაატარეს. მათ გენის აქტივობა მღრღნელებს დაუქვეითეს, რამაც საზიანო "თეთრი ცხიმის" 50%-ით კლება გამოიწვია. ამასთან, თაგვები იგივე ოდენობის საკვებს იღებდნენ, რასაც მანამდე.

კვლევის შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ გენის აქტივობის დაბლოკვით შესაძლებელია ადამიანებში ცხიმის დაგროვების შეფერხება. მეცნიერებს აქამდეც ჰქონდათ ინფორმაცია გენის შესახებ, რომელიც კავშირში იყო სიმსუქნესთან, მაგრამ ის პირველად დაასახელეს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს