თუ სოციალურ ქსელში დღის მანძილზე ბევრ ინფორმაციას აზიარებთ, "ფეისბუქი" "დაგმალავთ"

თუ სოციალურ ქსელში დღის მანძილზე ბევრ ინფორმაციას აზიარებთ, "ფეისბუქი" "დაგმალავთ"

"ფეისბუქი" იწყებს ისეთი მომხმარებლების პოსტების დამალვას, ვინც მათი მეგობრების "ნიუს ფიდს" "სპამავს". სოციალური მედიაგიგანტი აცხადებს, რომ "დაბალი შინაარსობრივი ხარისხის ლინკების შემცირებას იწყებს" მომხმარებლების "ნიუს ფიდში".

როგორც ირკვევა, "ფეისბუქმა" ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმად, საჯარო პოსტების უმეტესობა დაბალი ხარისხის კონტენტია. ამიტომ მოხდება მათი გამოხშირვა. ახალი პოლიტიკა შეეხება მხოლოდ სტატიების ლინკებს და დომენებს. გვერდებს, ვიდეოებს, ფოტოებს და "ჩექ ინებს" ეს ცვლილება არ შეეხება. "ფეისბუქში" ამბობენ, რომ ახალი ცვლილებების მიზანია, "ნიუს ფიდი" უფრო საინტერესო გახადოს.

მომზადებულია independent.co.uk-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს