რა საიდუმლოებებს მალავდნენ მსოფლიოს პირველი ლედები

რა საიდუმლოებებს მალავდნენ მსოფლიოს პირველი ლედები

თითოეულ ქალს თავისი პატარა საიდუმლო და სისუსტე აქვს. თუმცა, მათი დამალვა განსაკუთრებით დელიკატური საკითხია, როცა მთელი ერი გადევნებს თვალყურს. ყველაზე ცნობილი პირველი ქალბატონების ცხოვრებაშიც კი იყო ისეთი რამეები, რის დამალვასაც ისინი მთელი ძალებით ცდილობდნენ.

ჟაკლინ კენედი

ჯერ კიდევ კენედის პრეზიდენტობის დროს, მოწევა ძალიან გავრცელებული ჩვევა იყო ქალებში. მიუხედავად ამისა, საზოგადოება ამას არ მიესალმებოდა.

აი, რატომ იმალებოდა საგულდაგულოდ ფაქტი, რომ ჯეკი კენედი ეწეოდა. თეთრი სახლის ფოტოგრაფებსაც კი მკაცრად ეკრძალებოდათ პირველი ლედის გადაღება სიგარეტით ხელში.

პრინცესა დიანა

დღესაც კი პრინცესა დიანას ბევრი სრულყოფილ ქალად მიიჩნევს. თუმცა, ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ამ ლამაზ ქალს სერიოზული პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

დიანას ბულემია აწუხებდა, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც "საიდუმლო დაავადება" და "დიანას ეფექტი".

მერი ტოდ ლინკოლნი

მერი ტოდ ლინკოლნი მდიდარ ოჯახში, ფუფუნებაში გაიზარდა. სიამოვნებას იღებდა თეთრი სახლის რემონტით და ძვირადღირებული სამოსების შეძენით.

შედეგად, გასავალი ვერ გააკონტროლა და გრანდიოზული სკანდალის მიზეზი გახდა, როდესაც ჯარისთვის განკუთვნილი თანხები გაფლანგა.

იმელდა მარკოსი

იმელდა მარკოსი, ფილიპინების მე-10 პრეზიდენტის ქვრივი, კიდევ ერთი პირველი ლედი, რომელიც მფლანგველობით არის ცნობილი. თანამემამულეებმა მას "ფოლადის პეპელა" შეარქვეს. ქვეყნის ბიუჯეტის განკარგვის უსაზღვრო კონტროლის მიღების შემდეგ, "შოპოჰოლიკი" გახდა.

...როდესაც სამხედრო გადატრიალების შემდეგ პრეზიდენტი მარკოსი მეუღლესთან ერთად ქვეყნიდან გაიქცა, იმელდას გარდერობში ათასზე მეტი ძვირადღირებული დიზაინერული ფეხსაცმელი იპოვეს.

ნენსი რეიგანი

აშშ-ის მე-40 პრეზიდენტის რონალდ რეიგანის ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველი მისი მეუღლე ნენსი იყო მთელი ცხოვრების განმავლობაში. მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცოდა, რომ თავად ნენსი "კონსულტაციას კოსმოსთან გადიოდა", სანამ პრეზიდენტს რჩევას მისცემდა.

პირველი ლედი ასტროლოგიით იყო შეპყრობილი და რეგულარულად სტუმრობდა პირად ასტროლოგს.

ჰელენ ტაფტი

ჰელენი აშშ-ის პრეზიდენტის უილიამ ჰოვარდ ტაფტის მეუღლე გახლდათ. მისი თეთრ სახლში ცხოვრება მშრალი კანონის ეპოქას დაემთხვა, რომელიც 1933 წლამდე გაგრძელდა.

ჰელენი ალკოჰოლის გაყიდვის აკრძალვას უგულებელყოფდა, არაფერი მოუმოქმედია უკანონო მოვაჭრეების შესაჩერებლად, მეტიც, თავადვე ხშირად სტუმრობდა წვეულებებს, სადაც შამპანიური მდინარესავით მოედინებოდა.

კარლა ბრუნი

საფრანგეთის 23-ე პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის და მისი მომღერალი მეუღლის რომანი წარმოუდგენლად სწრაფი ტემპებით განვითარდა, ქორწილი კი პირველი შეხვედრიდან მოკლე ხანში გაიმართა. შემდგომში კარლამ აღიარა, რომ პოლიგამიას უფრო ანიჭებდა უპირატესობას, ვიდრე ტრადიციულ ქორწინებას.

ბრუნის ინტერვიუს თანახმად, ყოფილი პირველი ლედი ერთდროულად რამდენიმე თაყვანისმცემლისგან იღებდა ყურადღებას, ერთი მამაკაცისადმი მისი სიყვარული კი 3 კვირაზე მეტ ხანს არ გრძელდებოდა...

რეიჩელ ჯექსონი

რეიჩელი აშშ-ის მე-7 პრეზიდენტის ენდრიუ ჯექსონის მეუღლე გახლდათ. წყვილი 1794 წელს დაქორწინდა. საპრეზიდენტო არჩევნების დროს ფარდა აეხადა შოკისმომგვრელ საიდუმლოს: აღმოჩნდა, რომ ენდრიუ რეიჩელის ერთადერთი ქმარი არ გახლდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ჯექსონს გაჰყვა ცოლად, რეიჩელი პირველ ქმართან, ლიუის რობარდთან განქორწინებული არ იყო.

ბერნადეტ შირაკი

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ჟაკ შირაკის მეუღლე, უდავოდ იმსახურებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მომთმენი ცოლის წოდება მიენიჭოს.

ბერნადეტი საგულდაგულოდ ცდილობდა დაემალა მისი ქმრის პოლიგამიისადმი მიდრეკილება, თავს იკატუნებდა, თითქოს არაფერი ხდება. თუმცა, უკანასკნელ წლებში შირაკის საიდუმლო, ქალების უსაზღვრო სიყვარულის შესახებ, საყოველთაოდ ცნობილი გახდა.

დედოფალი რანია ალ-აბდულა

იორდანიის მეფის აბდულა II-ს მეუღლე მუდამ შესანიშნავად გამოიყურება და სტატუსის შესაბამისად, ღირსეულად იქცევა. მაგრამ რანიას ერთი სისუსტე აქვს, რომელზეც პრესაში იშვიათად წერენ: რანიას ოქროს ფეხსაცმლის ტარება უყვარს, რომელიც ძვირფასი ქვებითაა მორთული.

ოქროს ფეხსაცმელი დაახლოებით ნახევარ კილოგრამს იწონის, მაგრამ როგორც ჩანს, დედოფალს ეს დისკომფორტს არ უქმნის...

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს