მეცნიერები მზის აქტივობის შესუსტებით არიან შეშფოთებული

მეცნიერები მზის აქტივობის შესუსტებით არიან შეშფოთებული

ასტრონომებმა შეამჩნიეს, რომ მზის სიღრმეებში აქტივობის საგრძნობი შენელება აღინიშნება. სულ ცოტა ხნის წინ ვარსკვლავი ”დიდი მაქსიმუმის” ფაზაში იმყოფებოდა, ანუ ძალიან მაღალ აქტივობას აჩვენებდა. თუმცა ციკლი, რომელიც 2008 წელს დაიწყო, მეცნიერებში განგაშის საფუძველს ქმნის. მაგნიტური აქტივობის ხარისხი ბოლო წლების მანძილზე საგრძნობლად იკლებს და ამჟამად რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზეა დასული, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მზის ქვენიადაგის მუშაობის ცვლილება გარდაუვალია.

როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, მზე ბოლო დრომდე ე.წ. დიდი მაქსიმუმის ფაზაში იმყოფებოდა, რომლის დროსაც ნორმაზე დიდი მხურვალება გამოიყოფოდა. ამჟამინდელი, ოცდამეოთხე ციკლი, რომელიც 2008 წლის იანვარში დაიწყო, ძალიან სუსტია და მეცნიერები შიშობენ, რომ შესაძლოა ის ”ძილის” რეჟიმში შედის.

თუ ტენდენცია გაგრძელდება, შესაძლოა დადგეს ანალოგიური სიტუაცია, როგორიც მაუნდეროვის მინიმუმის დროს იყო, პერიოდის, როდესაც მზე ანომალიურად მშვიდ სტადიაში იყო და ეს გრძელდებოდა 1645 წლიდან 1715 წლამდე. ამ დროს კლიმატის ცვლილება და აციება მოჰყვა.

მომზადებულია ria.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს