ყველაზე უცნაური მსოფლიო რეკორდები

ყველაზე უცნაური მსოფლიო რეკორდები

პოპულარობის მოსაპოვებლად ხალხი რაზე აღარ მიდის. მსოფლიო რეკორდის დამყარება ზოგჯერ შესაძლოა, განსაკუთრებულ სირთულეს არც წარმოადგენდეს. გინესის რეკორდების წიგნში შესვლაც შესაბამისად, დიდი ძალისხმევის შედეგი არ ყოფილა. წარმოგიდგენთ რამდენიმე ყველაზე უცნაურ რეკორდს, რომელიც ამერიკელებმა დაამყარეს და რომლითაც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდნენ.

1. ყველაზე მეტი სერფერი ერთ დაფაზე

2015 წლის 20 ივნისს 66-მა სერფერმა რეკორდი დაამყარა, როდესაც ერთად მოახერხა წყალზე ერთი დაფით გაცურვა კალიფორნიაში, ჰანგტინგტონის პლაჟზე. გაცურვა 13 წამს გაგრძელდა.

2. ყველაზე დიდი ბურთი რეზინისგან

ფლორიდას შტატის მცხოვრებმა ჯოელ უოლმა შექმნა 4 ტონიანი ბურთი რეზინისგან. 2008 წლის 13 ნოემბერს მისი რეკორდი გინესის წიგნში შეიტანეს.

3. ყველაზე გრძელი პიცა

2017 წლის 10 ივნისს ფლორიდაში ყველაზე გრძელი პიცა მოამზადეს. მისი სიგრძე 2,13 კილომეტრს შეადგენდა.

4. ყველაზე მეტი რაოდენობის ადამიანი, რომელიც ერთდროულად ცეკვავს ტვერკს

2013 წლის 25 სექტემბერს ჰერალდ სკვერზე, ნიუ იორკში, 358-მა ადამიანმა ერთდროულად იცეკვა ტვერკი.

5. ყველაზე გრძელი ფრჩხილები

ამ რეკორდის მფლობელ კრის უოლტონს 6,02 მეტრი სიგრძის ფრჩხილები აქვს. ეს ჩანაწერი გინესის წიგნში 2011 წლის 14 სექტემბერს შევიდა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს