ადამიანები, რომლებმაც ლატარეაში მილიონები მოიგეს, მაგრამ ცხოვრება დაენგრათ

ადამიანები, რომლებმაც ლატარეაში მილიონები მოიგეს, მაგრამ ცხოვრება დაენგრათ

ადამიანებს, ვინც ლატარიაში იმარჯვებს, იღბლიანებს უწოდებენ, მაგრამ ლატარეის გამარჯვებულები ყოველთვის ვერ არიან ბედნიერნი. ზოგიერთი მათგანის ცხოვრება პირიქით, უარესობისკენ მიდის.

რონი მიუზიკი უმცროსი

ჯორჯიის მცხოვრებმა რონიმ 2015 წელს სამი მილიონი დოლარი მოიგო. მან გადაწყვიტა ფული ნარკოვაჭრობაში ჩაედო და მექსიკიდან ნახევარი მილიონის მეტამფეტამინი შეიძინა. იმავე წლის ოქტომბერში ის ნახევარი კილოგრამი მეტამფეტამინით დააკავეს და 21 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

აბრაამ შექსპირი

აბრაამმა ფლორიდაში 2006 წელს 30 მილიონი მოიგო. ორ წელიწადში ამ ფულის დიდი ნაწილი დახარჯა, მეგობრებში დაარიგა, გაასესხა ისე, რომ არავინ უბრუნებდა უკან. მალე მან დორის მური გაიცნო, ამ რომანს კიდევ 2 მილიონი დოლარი დაახარჯა. ცოტა ხნის შემდეგ მისი გვამი მურის სახლის ეზოში აღმოაჩინეს. 2012 წელს ქალს პარტნიორის მკვლელობისთვის პატიმრობა შეეფარდა.

მარტინ და კეტი ტოტი

2001 წელს ბრიტანელმა ცოლ-ქმარმა 5 მილიონი დოლარი მოიგო. უფრო სწორად მოიგებდნენ, ლატარეის ბილეთი რომ არ დაეკარგათ. წიგნაკში ჩაწერილი ციფრები ზუსტად დაემთხვა გამოცხადებულს, მაგრამ წყვილმა ბილეთი ვეღარ იპოვნა.

იბი რონკაიოლი

1991 წელს ტორონტოს მკვიდრმა იბიმ ხუთი მილიონი დოლარი მოიგო. მან გადაწყვიტა ეს ქმრისგან დაემალა, ორი მილიონი დოლარი პირველი შვილისთვის მიეცა, რომელიც პირველი ქორწინებიდან ყავდა, დანარჩენი კი თავის გემოზე დაეხარჯა. ქალი აზარტულმა თამაშებმა გაიტაცა, რომელშიც მან მთელი ჯეკპოტი წააგო. იბის ქმარმა მხოლოდ 2003 წელს გაიგო ლატარეაში გამარჯვების შესახებ, როდესაც წყვილი ბინის გაყიდვის აუცილებლობის წინაშე დადგა. რამდენიმე თვეში იბი სახლში მკვდარი იპოვნეს, მისი ქმარი კი მკვლელობისთვის დააპატიმრეს.

მაიკლ კეროლი

2002 წელს 19 წლის ბრიტანელმა მაიკლ კეროლმა 15 მილიონი დოლარი მოიგო და მაშინვე გართობაში დაიწყო ხარჯვა. 7 წელში მან მთლიანად დახარჯა ფული კლუბებში, რესტორნებში, სასმელში, წვეულებებში და მეძავებში. 2009 წელს იმისთვის, რომ საჭმლის ფული ეშოვნა, მეეზოვედ დაიწყო მუშაობა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

"წლის დაგვირგვინება..." - პატრული ხელის მოსაწერად პირდაპირ სამოქმედო კვადრატიდან მივიდა (ფოტო)

მილიარდერის ახირებები - მარკ ცუკერბერგი ხორცს მხოლოდ მაშინ ჭამს, თუ ცხოველი თავად მოკლა

“33 წლამდე ასაკის კაცები უსარგებლოები არიან“ - ჯენიფერ ლოპესი