თუ დასვენება და თანხის დაზოგვა ერთდროულად გსურთ, მაშინ საქართველოს ამ 13 კურორტს ეწვიეთ

თუ დასვენება და თანხის დაზოგვა ერთდროულად  გსურთ, მაშინ საქართველოს ამ 13 კურორტს ეწვიეთ

საქართველოში ზაფხული დასვენებისთვის ყველაზე პოპულარული სეზონია. მთელი წლის განმავლობაში დატვირთული რეჟიმისა და სასწავლო პროცესის შემდეგ, განტვირთვას ადგილობრივები სწორედ ამ სეზონზე ცდილობენ. ამიტომაცაა, რომ ზაფხულში საკურორტო ფასები განსაკუთრებით იწევს. ამ სეზონზე პოპულარული ძირითადად, საზღვაო კურორტები - ბათუმი, ქობულეთი და გონიოა. სამთო კურორტებს შორის კი წამყვან ადგილს ბაკურიანი და ბორჯომი იკავებს. რის გამოც, ამ კურორტებზე როგორც მომსახურება, ასევე პროდუქტები ზაფხულობით ძვირდება.

თუმცა, არსებობს ისეთი საკურორტო ზონებიც, რომლებიც ნაკლებად ხალხმრავალი და შედარებით იაფია. Allnews.ge გთავაზობთ მცირე ჩამონათვალს.

შოვი და უწერა ზემო რაჭაში, ონის რაიონში მდებარეობს და სუფთა ჰაერითა და მშვიდი გარემოთი გამოირჩევა. გარდა ამისა, კურორტებზე საღამოს საათებში საკმაოდ გრილა და ქალაქის სიცხისგან თავის დასაღწევად დამსვენებლებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

შოვსა და უწერაში შეგიძლიათ საოჯახო ტიპის სასტუმროებში დაისვენოთ, სადაც ერთი ღამის ფასი სამჯერადი კვებით 40 ლარია.

კურორტებზე ხმაურიანი ღონისძიებები არ იმართება, შესაბამისად, თუ სიმშვიდე ან ბავშვების სუფთა ჰაერზე წაყვანა გსურთ, რაჭას უნდა ესტუმროთ. წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს