პროდუქტები, რომლებიც ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

პროდუქტები, რომლებიც ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

სიბერესთან მებრძოლმა ექსპერტებმა შეადგინეს ყველაზე სასარგებლო ”ელექსირების” ნუსხა, რომლებიც სილამაზის და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებიან.

1. მწვანე ჩაი

თანამედროვე სამეცნიერო კვლევები ადასტურებენ მწვანე ჩაის სასარგებლო თვისებებს. მწვანე ჩაიში არის ნივთიერება ეპიგალოკატეხინ გალატი, რომელიც სიმსივნური უჯრედების ზრდას უშლის ხელს და საგრძნობლად ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნის რისკს. მწვანე ჩაის დამცავი თვისებები განსაკუთრებით ეფექტურია ფილტვების კიბოს, პროსტატიტის და კანის სიმსივნის დროს.

2. ყავა

კოფეინი აფერხებს ორგანიზმში ასაკით გამოწვეულ ნერვული დაავადებების წარმოქმნას. ასევე ის გვიცავს ალცჰეიმერისგან და პარკინსონისგან. ყავა კუჭს უხდება და უფრო ამყარებს მის გამძლეობას სისხლში შაქრის დონის ვარდნისას, რითაც დიაბეტით დაავადების რისკებს საგრძნობლად ამცირებს.

3. კაკაო

მეცნიერები გვირჩევენ, რომ კაკაო ხშირად მივიღოთ, ის აფერხებს სიბერის დადგომას და ასაკობრივ დაავადებებს. კაკაო ამციებს სიმსივნის, დიაბეტის, ინსულტის და ინფარქტის რისკებს.

4. ტომატის წვენი

ტომატის წვენში დიდია ა ვიტამინის შემცველობა, რაც სიმსივნის წინააღმდეგ მებრძოლი ვიტამინია. კვლევებმა აჩვენეს, რომ მამაკაცები, რომლებიც ხშირად მოიხმარდნენ ტომატის წვენს, ნაკლებ ავადდებდნენ პროსტატით და ფილტვის კიბოთი. აგრეთვე ტომატის წვენი კარგია კანისთვის, ის მას მკვრივს ხდის და ნაოჭების გაჩენის პროცესს აფერხებს.

5. წითელი ღვინო

”ახალგაზრდობის ელექსირად” მას რესვერატროლი ხდის. დამტკიცებულია, რომ რესვერატროლს ანტიდიაბეტური თვისებები გააჩნია, აფერხებს სიმსივნური უჯრედების ზრდას, კარგად მოქმედებს ტვინზე ალცჰეიმერის დროს, უხდება გულ-სისხლძარღვთა სისტემას და სისხლს.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს