რატომ უყვარდებათ ადამიანებს ერთმანეთი

რატომ უყვარდებათ ადამიანებს ერთმანეთი

შეიძლება ხშირად ვერ ვახერხებდეთ იმის ახსნას, თუ რატომ გვიზიდავს ესა თუ ის ადამიანი. ამ საკითხზე არაერთი კვლევაა ჩატარებული, წარმოგიდგენთ რამდენიმე აღმოჩენას იმის თაობაზე, თუ რატომ უყვარდებათ ადამიანებს ერთმანეთი.

1. ადამიანებს მათივე მსგავსი ადამიანები უყვარდებათ. საერთო ღირებულებები, ცხოვრებისეული გამოცდილება, მომხიბვლელობა, ასაკი, ყველაფერმა შეიძლება როლი ითამაშოს.

2. თუ გსურთ ვინმეს თავი შეაყვაროთ, გოგოს შემთხვევაში ეცადეთ დაემსგავსოთ მის მამას, ბიჭის შემთხვევაში - დედას. ახალგაზრდა მშობლების შვილები ხშირად თავადაც ახალგაზრდა პარტნიორებს ეძებენ

3. სურნელმა შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს მიზიდულობის გაჩენაზე. მაგალითად, ქალმა შეიძლება მეტი ტესტოსტერონის სურნელის მქონე მამაკაცს მიანიჭოს უპირატესობა. კაცებმა კი ქალებში მენსტრუალური ციკლის დროს სხეულის სურნელი მიიჩნიონ მიმზიდველად.

4. თუ ადამიანი გულღიაა და ურთიერთობისთვის მზადაა, მისი შეყვარების მეტი შანსია. ჩაკეტილ ადამიანებთან შედარებით, ისინი მეტად მომხიბვლელად გამოიყურებიან და მათთან ურთიერთობა უფრო მარტივია.

5. სიმაღლემ შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს მიმზიდველობაში, განასკუთრებით კაცების შემთხვევაში

6. მძაფრი განცდები შესაძლოა,  სწრაფი ურთიერთობის დასაწყისად იქცეს. ამიტომ დაფიქრდით, ხომ არ აჯობებს კაფეში ყავის წრუპვას, პირველ პაემანზე პარაპლანით იფრინოთ ან წყლის თხილამურებით ისრიალოთ?

7. ერთმანეთთან ახლოს ცხოვრებამ შესაძლოა ადამიანებს შორის მეტი გრძნობები გააჩინოს. მაგალითად, მეზობელი, კოლეჯის მეგობარი, რომელთანაც შესაძლოა გვერდი-გვერდ ოთახში ცხოვრობთ. ასეთ ადამიანს უკეთ იცნობ და დიდი შანსია, ნაცნობობა სხვა, უფრო დიდ რაიმეში გადაიზარდოს

8. ღიმილი იდეალური გზაა იმისთვის, რომ მიმზიდველად გამოიყურებოდე. კვლევა იტყობინება, რომ ადამიანების დიდი ნაწილი პოზიტიური პარტნიორებით იხიბლება.

მომზადებულია businessinsider.com-ს მიხედვით

31 წლის განმავლობაში პირველად, 9 აპრილის მემორიალთან ხალხი არ არის - ფოტოები რუსთაველის გამზირიდან

"ვარდისფერი სავსე მთვარის“ ფოტოები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან

ქართველი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ - ნახეთ ემოციური ფოტოები ვირტუალური გამოფენიდან