მძიმე დაავადებების რისკი - რჩევები და რეკომენდაციები ასტროლოგიური კუთხით

მძიმე დაავადებების რისკი - რჩევები და რეკომენდაციები ასტროლოგიური კუთხით

ასტროლოგიის პრინციპთაგან უმთავრესი პრინციპი არის ის, რომ მას პოზიტივის მოტანის, ადამიანებისთვის დახმარების გაწევის, მომავლის რწმენის დაბრუნებისა და საკუთარ თავში გარკვევის ფუნქცია ეკისრება. თუმცა, ნებისმიერ ასტროლოგს ასევე მოეთხოვება ის, რომ მან საკუთარი საქციელით არასოდეს ავნოს ადამიანებს და არასოდეს გამოიყენოს საკუთარი ძალაუფლება ბოროტად.

ბოლო დროს სამწუხარო სტატისტიკას ვაკვირდებით, ეპიდემიასავით მოედო ადამიანებს ქრონიკული დაავადებების სენი. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ხშირ შემთხვევაში "სამიზნე" ქალბატონები არიან. ამასაც თავისი მიზეზი აქვს. ქალის ბუნება ხომ ზოგადად, უფრო სენსიტიური და ემოციურად მოწყვლადია ვიდრე მამაკაცის.

ასტროლოგიური ხედვით, ნებისმიერი ავადმყოფობა ჩვენი ცხოვრების წესის, ემოციური ფონისა და ნეგატიური/პოზიტიური აზროვნების შედეგია. აგრესიის გამოვლინება, წყენა, ბოღმა, შური საუკეთესო ნიადაგს ქმნის საიმისოდ, რომ ადამიანის ენერგეტიკა დაინგრეს და მის საფუძველზე რთულად განკურნებადი ან განუკურნებელი, ქრონიკული დაავადება აღმოცენდეს. იმ შემთხვევაში კი, როცა პიროვნება მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი ემოციების კონტროლს, ცხოვრობს კოსმიურ კანონებთან თანხმობაში, არასოდეს უსურვებს სხვას ცუდს, მაქსიმალურად ლოიალური და მიმტევებელია, ნებისმიერი სახის გართულებას აირიდებს თავიდან ჯანმრთელობის კუთხით.

აქვე ნუ დავივიწყებთ იმას, რომ დაავადება როგორც ასეთი, ბოლო სტადიას წარმოადგენს იმ პროცესისა რომელსაც ადამიანი კოსმიური ჰარმონიის კანონების დარღვევის შედეგად იღებს. პირველ ეტაპზე ზიანდება ჩვენი მენტალური ნაწილი (აზროვნება, აღქმა), შემდგომ ამისა კი ფიზიკური სხეული. მკურნალობა კი აუცილებელია კომპლექსურად - როგორც მენტალური ისე ფიზიკური სიჯანსაღის აღსადგენად.

ნებისმიერი ჩვენგანის დაბადებისას ცაზე სხვადასხვა პლანეტა, სხვადასხვა კომბინაციით - სისუსტითა და სიძლიერით მოძრაობდა. ამიტომ ასტროლოგი, პირველ რიგში პირად რუკაში არსებული პლანეტების კონფიგურაციის მიხედვით სვამს დიაგნოზს, როცა საუბარია დაავადების წარმოშობის გზებზე და მის ალბათობაზე ზოგადად.

არსებობს დაზიანებული, სუსტი ან დატყვევებული პლანეტები, რომლებიც თავისთავად ქმნიან რისკფაქტორებს ამა თუ იმ დაავადების ჩამოსაყალიბებლად. თუმცა, ასტროლოგიური პრინციპებით, ნებისმიერ ასპექტს ორი მხარე გააჩნია. ამიტომ პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რამდენად სწორად ჩართავთ თქვენ, ამა თუ იმ ასპექტს რუკაზე და ნეგატიური კალაპოტიდან, პოზიტიურ მიმართულებაში გადაიყვანთ პლანეტარულ კომბინაციებს.

ასტროლოგები თვლიან, რომ მეექვსე სახლის აქტიურობა რუკაში, ზოგადად სუსტ ჯანმრთელობაზე მიანიშნებს. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ინდივიდი მოცემულ მეექვსე სახლის პლანეტებს სწორად "მოქოქავს" მას აქვს შანსი დაავადების რისკი, სასრგებლო საქმიანობად "გარდასახოს" .

ასე მაგალითად, თუ ამ სახლში იუპიტერია განთავსებული მისი ჩართვა ერუდიციის დონის მუდმივი ამაღლებით, პედაგოგიური მოღვაწეობით, მოგზაურობით, გიდის ან ექსკურსიამძღოლის პროფესიის ათვისებით შეგიძლიათ. რაც შესაბამისად, თავიდან აგარიდებთ იუპიტერის დაავადებების გაჩენის ალბათობას რომელიც ძირითადად ღვიძლის ფუნქციების მოშლას, ნივთიერებათა ცვლის პრობლემებს უკავშირდება.

როცა მეექვსე სახლის ბინადარი მარსი გყავთ, მისი პოზიტიურ ტალღაზე გადაყვანა სპორტული აქტივობით შეგიძლიათ, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში თქვენი ორგანიზმი დაცვით ფორმას დაავადების ან ტრამვების სახით მოუნახავს ასახვას.

მერკურის შემთხვევაში ენერგია კომუნიკაციის დონის გაღრმავებაზე უნდა მივმართოთ. თუ საამისო მონაცემები და მიდრეკილება გაგაჩნიათ, შეგიძლიათ მასაჟის ტექნოლოგიის შესწავლითაც დაკავდეთ. ამით ენერგო-დისბალანსს აირიდებთ თავიდან და მერკურის დაავადებებს - სასუნთქი გზების, ცხვირ-ხახისა და ფილტვების სისუსტეს მოუჭრით ყველა გზას.

მეექვსე სახლის სატურნის შემთხვევაში კვების რეჟიმის, დღის წესრიგის და ცხოვრების ჯანსაღი წესის მიდევნაა აუცილებელი საიმისოდ, რომ სატურნულმა სენმა - ართრიტმა, ოსტეოქონდროზმა და ძვალსახსროვანმა დაავადებებმა არ შეგვაწუხოს.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს