"ხალხური რეცეპტი, რომლითაც მუხლების ტკივილი დავამარცხე"

"ხალხური რეცეპტი, რომლითაც მუხლების ტკივილი დავამარცხე"

"მკურნალის" მკითხველის რეცეპტები

მუხლების ტკივილი ხანდაზმულთათვის ჩვეული რამაა. მართალია, მისგან არავინ კვდება, მაგრამ გამოცდილი ხალხი დამეთანხმება, რომ ეს მართლაც შემაწუხებელი პრობლემაა. მალამოები, რომლებიც მრავლადაა აფთიაქებში, პრაქტიკულად ვერ უმკლავდება ამ მდგომარეობას. მინდა შემოგთავაზოთ ხალხური რეცეპტი, რომლის მეშვეობითაც მუხლების ტკივილი დავამარცხე.

ნახევარი ჩაის ჭიქა თაფლი შევათბოთ ორქლის აბაზანაში, მტკივან სახსარზე 15-20 წუთით დავიდოთ სათბური. პერიოდულად მდგომარეობა ვუცვალოთ, რომ სახსარი მთლიანად და კარგად გათბეს. გამთბარი თაფლი პატარ-პატარა ულუფებად წრიული მოძრაობით რბილად შევიზილოთ სახსარში. პროცედურა დაახლოებით 20 წუთს უნდა გაგრძელდეს. შემდეგ სახსარზე ვიფენთ დოლბანდს და თბილად ვიხვევთ. 2 საათის შემდეგ საფენს ვიხსნით და ფეხს თბილი წყლით ვიბანთ. მკურნალობის კურსი 10 სეანსს შეადგენს. პირველი სამი ყოველდღიურად უნდა ჩატარდეს, ხოლო მომდევნოები - 2-3 დღეში 1-ხელ.

დაღლილობის დამარცხებაში ასფურცელა დაგეხმარებათ - გაზაფხულზე ადვილად დაღლა და ზოგადი სისუსტე ჩვეულებრივი რამაა. გთავაზობთ ჩაის, რომელიც ორგანიზმს დაღლილობის დამარცხებასა და დატვირთვის ატანაში ეხმარება.

1 სადილის კოვზ ასფურცელას გამხმარ ყვავილს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და 2 საათით გააჩერეთ. მიიღეთ 1 სადილის კოვზი ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. სვით მანამდე, სანამ არ დარწმუნდებით, რომ დაღლილობა იოლად ვეღარ გერევათ.

თუ მეხსიერება გღალატობთ - აიღეთ რამდენიმე საშუალო ზომის სტაფილო და წვრილად გახეხეთ. 100-150 გრამს უხვად დაასხით მზესუმზირას ზეთი. მიღებული მასა გაყავით ორად. ნახევარი უნდა მიირთვათ დილით, უზმოზე, ნახევარი - სამხარზე. მკურნალობა გრძელდება 2-3 კვირა. ეს წამალი ეკრძალებათ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით დაავადებულებს ნახეთ სხვა რეცეპტები

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ