5 მიზეზი, რომელიც პირის ღრუში ცუდ სუნს იწვევს

5 მიზეზი, რომელიც პირის ღრუში ცუდ სუნს იწვევს

თუ თქვენს სიახლოვეს ადამიანებს გაჩერება არ სიამოვნებთ, შეიძლება არა პიროვნული მახასიათებლების, არამედ იმის ბრალი იყოს, რომ პირიდან ცუდი სუნი ამოგდით. წარმოგიდგენთ იმ მიზეზებს, რის გამოც შეიძლება იყოს ეს გამოწვეული:

  • ყველაფერი ნერვების ბრალია
ცუდი სუნი პირის ღრუში უმიზეზოდ არასოდეს ჩნდება. ხშირად, ამის მიზეზი მარტივად არის სტრესი. სამსახურის პრობლემები, პირადი ურთიერთობების გასაჭირი, თუ სხვა სტრესული სიტუაციები იწვევს სტრესის ჰორმონების წარმოშობას, რომლებიც პირის ღრუს მიკროფლორაში მრავალ პათოგენს ავრცელებენ.

  • ენაზე ბაქტერიები

ზოგმა არც იცის, რომ ენა დღეში ორჯერ ისევე უნდა გაიწმინდოს, როგორც კბილები. წინაარმდეგ შემთხვევაში ბაქტერიები მასზე აქტიურად მრავლდებიან.

  • სიმშრალე პირში
პირის ღრუში უსიამოვნო სუნის კიდევ ერთი მიზეზი წყლის უკმარისობაა. თუ ცოტა წყალს სვამთ, ორგანიზმი ნაკლებ ნერწყვს გამოიმუშვებს, სისველის უკმარისობა ენის უჯრედებში იწვევს პათოგენური ბაქტერიების გამრავლებას.

  • ხვრინვა და გაჭედილი ცხვირი
როდესაც პირი დიდი ხნითაა ღია, ეს სიმშრალეს იწვევს. სიმშრალე როგორც უკვე აღვნიშნეთ, პათოგენური ბაქტერიების სამოთხეა. ამიტომ ალერგიული გამოვლინება თუ გაციება, რომელიც ცხვირის გაჭედვას იწვევს, დასაწყისშივე უნდა იმკურნალოთ.

  • დიეტები
საუზმეზე უარს ამბობთ წვრილი წელის გამო? მონოდიეტას იცავთ? საჩუქრად მიიღებთ უსიამოვნო სუნს პირის ღრუში. საქმე ის არის, რომ ყველა ტიპის შიმშილს ორგანიზმი იღებს როგორც საგანგაშო მდგომარეობას და დაუყოვნებლივ გადადის ზომების მიღებაზე: წვავს მთელ ცხიმოვან მარაგს. გარდა იმისა, რომ ეს ცუდია, იწვევს კეთონების გაჩენას, რაც თავის მხრივ პირის ღრუში უსიამოვნო სუნს წარმოქმნის.

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს