ქალი, რომელსაც აივ ინფექციის არსებობა არ სჯეროდა, შვილის გარდაცვალების გამო დააკავეს

ქალი, რომელსაც აივ ინფექციის არსებობა არ სჯეროდა, შვილის გარდაცვალების გამო დააკავეს

რუსეთში, ქალაქ ტუმენში მცხოვრები ქალი სასამართლოს წინაშე წარსდგება იმის გამო, რომ აპრილში მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი ჰეპატიტით გარდაიცვალა, მას მეოთხე სტადია ჰქონდა.

იმუნოდეფიციტით დაავადებულმა ქალმა 2014 წელს შვილი გააჩინა. ამასთან, მან უარი თქვა ბავშვის გამოკვლევაზე. თავად ქალი არ მკურნალობდა და ექიმების რეკომენდაციის მიუხედავად, ბავშვი ძუძუთი კვებაზე ჰყავდა. ამას ქალი იმით ხსნიდა, რომ აივ ინფექციების არსებობის არ სჯეროდა.

სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ ბავშვი დაბადებიდანვე რომ გამოეკვლიათ, მას თანამედროვე საშუალებებით უმკურნალებდნენ და დიდხანს იცოცხლებდა. ბავშვის დედას ორი წლით პატიმრობა ემუქრება.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს