რა ჯდება ერთი ღამის გატარება საქართველოს ყველაზე ძვირად ღირებულ სასტუმროებში

რა ჯდება ერთი ღამის გატარება საქართველოს ყველაზე ძვირად ღირებულ სასტუმროებში

სასტუმროების საერთაშორისო ბრენდები ბოლო წლებია საქართველოში აქტიურად შემოდის. მათი დიდი ნაწილი ძირითადად, თბილისსა და ბათუმში აშენებს სასტუმროებს, სიმრავლის მიუხედავად, ისინი სტუმრების ნაკლებობას არ უჩივიან.

საერთაშორისო ბრენდების გარდა, საქართველოში არაერთი არაბრენდული, თუმცა, მრავალვარსკვლავიანი სასტუმროც ფუნქციონირებს. Allnews.ge დაინტერესდა თუ რა ღირს საქართველოს ყველაზე ძვირად ღირებულ სასტუმროებში ერთი ნომერი საშუალოდ. ჩვენ რამდენიმე მათგანს დავუკავშირდით და მცირე სიაც შევადგინეთ.

გთავაზობთ სასტუმროების ჩამონათვალს, სადაც ერთი ღამის ღირებულება 250 ლარიდან იწყება:

Raddison Blu Iveria როგორც თბილისში, ისე ბათუმში ფუნქციონირებს. Booking.com-ის მიხედვით, თბილისში სტანდარტული ნომრის ღირებულება 820 ლარიდან იწყება, ბათუმშიც დაახლოებით ამ თანხას გადაიხდით.

"რედისონი" მსოფლიო ბრენდის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, სადაც ხშირად ოფიციალური შეხვედრები და ღონისძიებებიც იმართება.

თბილისში სასტუმროს მშენებლობა "სილქ როუდ ჯგუფმა" 89 მილიონ დოლარად განახორციელა და 2009 წელს გახსნა.

კიდევ ერთ ბრენდულ სასტუმრო Tbilisi Marriot-ში სასტუმროს სტანდარტული ნომრის ღირებულება ამჟამად 560 ლარიდან იწყება. "მარიოტი" თბილისში 2002 წელს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გაიხსნა და სტუმრებს 127 ნომრით ემსახურება. წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს