ფრთხილად, სახიფათოა!!! ეს ყველამ უნდა იცოდეს, ვინც დასვენებას ზღვაზე აპირებს

ფრთხილად, სახიფათოა!!! ეს ყველამ უნდა იცოდეს, ვინც დასვენებას ზღვაზე აპირებს

ეს ამბავი კ. ფუკეტზე (ტაილანდი) მოხდა. როგორც ქალბატონმა განაცხადა: «... პირველ დღეს ყველაფერი კარგად იყო, საფრთხე არსაიდან იგრძნობოდა. მეორე დღეს ზღვაში შევედით – წყალი მხოლოდ მუხლებამდე თუ გვწვდებოდა. და ისე მოხდა, რომ უეცრად, ყელამდე წყალში აღმოვჩნდით და დინება ზღვისკენ სულ უფრო მეტად მიგვაქანებდა. დღემდე ვერ მივმხვდარვარ... ყველაფერი ერთ წამში მოხდა, ისე როგორც საშინელ სიზმარში. ნაპირისკენ ცურვას აზრი არ ჰქონდა, დინება მაინც ჰორიზონტისკენ მიგვაქანებდა. ძალა გამოგველია, თავზე ტალღამ გადაგვიარა, პირში მარილის გემო ვიგრძენი... და რომ არა მაშველები...» .

ამის შესახებ გაზეთებში არ წერენ, არც ტურ-ოპერატორები აფრთხილებენ ტურისტებს. მაგრამ, სწორედ ეს მოვლენაა საზღვაო კურორტებზე ადამიანის დაღუპვის ყველაზე ხშირი მიზეზი.

საუბარია ე. წ. «უკუგდების დინებებზე» – RIP CURRENTS-ზე («მქაჩველი ტალღები») ანუ რიპ ტალღებზე.

ქალმა ამბის მოყოლის დროს აღწერა მოვლენა, როდესაც სანაპიროსთან დაგროვილი წყალი წინააღმდეგობას უწევს სანაპიროსკენ მომავალ ტალღას, აპობს მას და ზღვისკენ მიდის, პარალელურად კი იტაცებს ყველას, ვინც იმ მომენტში, ამ დინების გავრცელების ზონაში იმყოფება.

ტალღის მსხვერპლი, შეიძლება, მხოლოდ ზღვაში საბანაოდ ჩასული ადამიანი კი არა, ზღვის ტალღების ფონზე, სურათის გადაღების მსურველიც გახდეს.

სულ რამდენიმე წამში, ადამიანი ისე შეიძლება აღმოჩნდეს სანაპიროდან 100-150 მეტრით დაშორებული, რომ მომხდარის გაცნობიერება ვერც თავად მოასწროს და მისი გატაცების მომენტი სანაპიროზე მყოფებმაც ვერ დააფიქსირონ.

RIP ტალღები ყველა ზღვის სანაპიროზე წარმოიქმნება, მათ შორის, შავ ზღვაზეც.

ქვემოთ, სქემატურად არის მოცემული, წლის მანძილზე უბედური შემთხვევების საშუალო სტატისტიკური მონაცემები მსოფლიოს საზღვაო კურორტებიდან.

წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს