ყველაზე წარმოუდგენელი არქეოლოგიური აღმოჩენები

ყველაზე წარმოუდგენელი არქეოლოგიური აღმოჩენები

საინტერესო აღმოჩენები, არტეფაქტები, წარმოუდგენელი არქიტექტურული ძეგლები არქაული დროიდან მიწის ქვეშ იმალება. დღეს წარმოგიდგენთ ყველაზე დაუჯერებელ აღმოჩენებს, რაც არქეოლოგებს გაუკეთებიათ.

ვენეციის ვამპირი

ძველ დროში ვისზეც ეჭვი ქონდათ, რომ ვამპირი იყო, პირში აგურს ტენიდნენ და ისე მარხავდნენ. ითვლებოდა, რომ ასე ის ვეღარ შეძლებდა საფლავიდან წამოდგომას. მათი მასიური სამარხები, ვისზეც სისხლის სიყვარულში შეჰქონდათ ეჭვი, კუნძულ ლაზარეტოზე აღმოაჩინეს.

ტერაკოტოვის არმია

1947 წელს აღმოჩენა უბრალო ფერმერებმა გააკეთეს. მათ ათასობით ქვის სკულპტურა იპოვნეს. ყოველი მათგანი ინდივიდუალურია და ყველა შეიარაღებულია. აღმოჩნდა, რომ ათასი ქვის მეომარი იმპერატორ ცინ შიხუანდის სამარხს ეკუთვნის. გარდა ქვის არმიისა და მათი ცხენებისა, იმპერატორთან ერთად მისი მონები, გლეხები, ძვირფასეულობა და ურმები დამარხეს.

მყვირალი მუმიები

როდესაც არქეოლოგებმა პირველად აღმოაჩინეს პირდაღებული მუმიები, რომლებიც თითქოს სიკვდილის წინ კიოდნენ, მეცნიერები ძრწოლამ აიტანა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თუ ქვედა ყბას არ დაამაგრებ, რაღაც დროის მანძილზე ის დეფორმირდება, რის გამოც შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მუმიები გაყვიროდნენ.

მკვდარი ზღვის გრაგნილები

კურმანის ხელნაწერები წარმოადგენს დოკუმენტებს, რომლებიც პირველი ეგვიპტური აჯანყების დროს გადამალეს. ხელნაწერებში აღმოჩენილია კავშირი ბიბლიურ ტექსტებთან და ქრისტიანობასთან, რომლის გაჩენამდე კიდევ რამდენიმე ასწლეული იყო დარჩენილი. ნაპოვნი ტექსტები იმ დროის ლიტერატურულ ტრადიციებს ფართოდ ასახავს.

ძველი ქიმიური იარაღები

1933 წელს საბრძოლო ტერიტორიაზე გათხრების მწარმოებელმა არქეოლოგმა აღმოაჩინა მიწისქვეშ გასასვლელების სისტემა, რომლებიც ანტიკურ რომაულ ქალაქში იყო გათხრილი. როგორც ჩანს, რომაელებმა გაიგეს, რომ სპარსი ჯარისკაცები ქალაქში შესასვლელად მიწას თხრიდნენ და თავადაც გადაწყვიტეს იგივეს გაკეთება. თუმცა სპარსელებამდე მიაღწია ამ ამბავმა, რის შემდეგაც ხაფანგები დააყენეს და მომწამლავი აირი გაუშვეს.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს