როგორ გამოიყურებოდა ნორმა ჯინ მორტენსონი, სანამ მერლინ მონრო გახდებოდა

როგორ გამოიყურებოდა ნორმა ჯინ მორტენსონი, სანამ მერლინ მონრო გახდებოდა

ქერა თმითა და სავიზიტო წითელი ტუჩსაცხით მერლინ მონრო, რომლესაც პირველ ივნისს 91 წელი შეუსრულდებოდა, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მისაბაძი ცნობილი სახე იყო. თუმცა, ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, როგორი იყო მისი ცხოვრება სანამ წარმატებული გახდებოდა.

ნორმა ჯინ მორტენსონს ნამდვილად მძიმე ბავშვობა ჰქონდა, რომელსაც ერთი საოჯახო ტიპის სახლიდან მეორეში გადასვლის რთული გამოცდილება ახლდა. სექსუალური ძალადობის მსხვერპლს, ერთ დროს საუბართან დაკავშირებული პრობლემებიც განუვითარდა. 16 წლის ასაკში დაქორწინდა, თუმცა ამ ქორწინებას წარმატებული ნამდვილად არ შეიძლება ეწოდოს.

იხილეთ გალერეა

ყველაფერი 1944 წელს შეიცვალა, როდესაც სამხედრო საწარმოში მუშაობისას ის ამერიკელ სამხედრო ფოტოგრაფს წარუდგინეს. ამ ურთიერთობამ მერლინ მონროს სამოდელო კარიერას ჩაუყარა საფუძველი. რაც საბოლოო ჯამში, სამსახიობო კარიერით გაგრძელდა და ისეთ კინოკომპანიებთან დადებული კონტრაქტებით დაგვირგვინდა, როგორიც Twentieth Century Fox და Columbia Pictures-ია.

მალე მერლინი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ვარსკვლავი გახდა ჰოლივუდში, თუმცა, წარმატების უკან პრობლემებით სავსე გოგო იმალებოდა, 1962 წელს მან თავის მოკვლაც კი სცადა. ყველას ახსოვს, მერლინი, როგორც სექსსიმბოლო, თუმცა არავის ახსოვს მისი რთული წარსული და ალბათ არც არის აუცილებელი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს