ლონდონზე ოთხჯერ დიდი აისბერგი ანტარქტიდას მოწყდა

ლონდონზე ოთხჯერ დიდი აისბერგი ანტარქტიდას მოწყდა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აისბერგი, რომელიც ზომით უელსის მასშტაბის მეოთხედია, ლონდონზე კი ოთხჯერ დიდია, ანტარქტიდას მოწყდა. მასიური ყინულის მონაკვეთის ფართობი 5 800 კვადრატული კილომეტრია და დაახლოებით ტრილიონ ტონას იწონის. ნასას სატელიტით გადაღებულ ფოტოებზე ჩანს ბზარი, რომელიც რამდენიმე წლის წინ წარმოიქმნა და საბოლოოდ გამოიწვია ყინულის მოტეხვა. მიუხედავად იმისა, რომ აისბერგი გიგანტურია, ის მაინც ყველაზე დიდი არაა ისტორიაში. ასეთი 11 000 კვადრატული კილომეტრის ზომის აისბერგი გახლავთ, რომელიც ახალ ზელანდიასთან შენიშნეს 11 წლის წინ.

”აისბერგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდია და მისი სამომავლო ზრდის პროცესის განსაზღვრა რთულია. შესაძლოა ის ერთ ნაჭრად დარჩეს, მაგრამ დიდი ალბათობით ფრაგმენტებად დანაწევრდება. ყონულის ნაწილი შესაძლოა, იქვე დარჩეს, სადაც ახლა იმყოფება, ნაწილი კი უფრო თბილი წყლებისკენ გადავიდეს”, - ამბობს სვონსის უნივერსიტეტის პროფესორი ადრიან ლაკმანი.

მომზადებულია independent.co.uk-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს