სილამაზის 8 საიდუმლო, რომელსაც ვარსკვლავების კოსმეტოლოგები ამხელენ

სილამაზის 8 საიდუმლო, რომელსაც ვარსკვლავების კოსმეტოლოგები ამხელენ

ალბათ ხშირად შეგშურებიათ თუ როგორ ახალგაზრდულად გამოიყურებიან ვარსკვლავები ასაკის და მუდმივი მოუცლელობის მიუხედავად. გასაგებია, რომ საუკეთესო დერმატოლოგებისა და კოსმეტოლოგების გარეშე ეფექტის შენარჩუნება რთული იქნებოდა, თუმცა არსებობს კანის მოვლის მარტივი ხერხები, რომლის გათვალისწინება ყველას შეუძლია - მოდით, ჩვენც გავეცნოთ ამ ოქროს წესებს:

  • ხშირად იხმარეთ მზისგან დამცავი მალამო
მზისგან დამცავი მალამოს რეგულარული გამოყენების გარეშე ლამაზი და ჯანმრთელი კანის შენარჩუნება რთულია. ”ყველა ძალისხმევა ფუჭი იქნება, თუ მზისგან დამცავი მალამოს გამოყენება თქვენს ჩვევად არ იქცევა" - ამბობს მამი მაკდონალდი, კოსმეტოლოგი, რომელიც მადონასთან მუშაობდა.

  • არასოდეს დაგავიწყდეთ კისერი
"კისრის ზონის მოვლა უმნიშვნელოვანესია, სხეულის ეს მონაკვეთი ყველაზე მეტად გასცემს ასაკს" - ამბობს კოსმეტოლოგი, ექიმი ბრანდტი, რომელიც ჰოლი ბერისთან და გვინეტ პელტროუსთან მუშაობდა. კანი დელიკატურ მოვლას საჭიროებს, რადგან ძალიან თხელია.

  • გაიწმინდეთ კანი ყინულის კუბებით
ჰოლივუდის ვარსკვლავების დერმატოლოგი ავა შამბანი გირჩევთ, კანი ყინულის კუბით გაიწმინდოთ რამდენიმე წამის მანძილზე, ასე მიიღებთ ჯანმრთელ ფერს. პროცედურა ახდენს სისხლის მიმოქცევის სტიმულაციას და კანი ბზინვარებას იწყებს.

  • სწორად შეინახეთ კოსმეტიკა და კანის მოვლის საშუალებები
არ გირჩევთ კოსმეტიკის აბაზანაში შენახვას: თბილი და ნოტიო გარემო შესაძლოა საზიანო გამოდგეს მისთვის. ამიტომ ჯობს ისინი მაცივარში შეინახოთ.

  • ყველაფერი გაწმინდეთ, რაც თქვენ კანთან შეხებაშია
ვარსკვლავების დერმატოლოგი ექიმი ლანსერი გირჩევთ ჰიგიენას დიდი ყურადღება მიაქციოთ, არცერთ შემთხვევაში სახეს ჭუჭყიანი ხელებით არ შეეხოთ. პერიოდულად წმინდეთ სმარტფონის ეკრანი, მასზე ბევრი ბაქტერია სახლობს.

  • ნუ გამოიყენებთ სკრაბებსა და სახის ღრუბლებს, თუ კანი მიდრეკილია აკნესადმი
მოდელი კენდალ ჯენერი დიდხანს ებრძოდა აკნეს, სანამ დერმატოლოგმა კრისტი კიდმა ოქროს რჩევა არ მისცა - არ გამოიყენოთ სკრაბები, სახის ღრუბელი და ფუნჯები, რაც კიდევ უფრო აღიზიანებს კანს. სახის მსუბუქი გაწმენდა საპნის გარეშე - აი, რა არის აუცილებელი ნებისმიერი ტიპის სახის კანისთვის. შეწითლებისა და გაღიზიანების ჩასაცხრობად უმჯობესია სახეზე წაისვათ ასპირინისა და წყლის ნაზავი

  • სახის მასაჟი თვალების ირგვლივ რგოლებს გაგიქრობთ
ჰოლივუდელ კლიენტებს კანის ექსპერტი ოლე ჰენრიკსენი სახის სპეციალურ მასაჟს - ლიმფოდრენაჟს სთავაზობს (სახის და ტანის რბილ ქსოვილებზე სპეციალური, აპარატული მეთოდებით მოქმედება, რომლის მიზანია ზედმეტი სითხის და ცვლის პროდუქტების გამოდევნა ლიმფური სადინარების მეშვეობით). პროცედურის შედეგად კანი გლუვი ხდება, ნაოჭები კი ქრება. ამ მასაჟის გაკეთება სახლში თავადაც შეგიძლიათ

  • აუცილებლად გაიხადეთ ბიუსტჰალტერი ძილის წინ!
ექიმები აფრთხილებენ ქალებს, რომ ბიუსტჰალტერი აფერხებს სისხლის მიმოქცევას, რასაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია. ამასთან, ძილის დროს მისი გაკეთება კანის გაუხეშებას იწვევს.

მომზადებულია adme.ru-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს