თუ ეს ფოტოები თქვენში ზიზღს იწვევს, შესაძლოა საკუთარ თავში ახალი ფობია აღმოაჩინოთ...

თუ ეს ფოტოები თქვენში ზიზღს იწვევს, შესაძლოა საკუთარ თავში ახალი ფობია აღმოაჩინოთ...

კარგად დააკვირდით ამ ფოტოებს... რა ემოციებს აღძრავს ისინი თქვენში? ზიზღს ან შიშს ხომ არა?

მაშინ თქვენ ტრიფოფობია გაქვთ - ინტერნეტში ყველაზე განხილვადი ფობია, რომლის შესახებ შესაძლოა, საერთოდ არაფერი გსმენიათ.

სიტყვა "ტრიფო" ბერძნული წარმოშობისაა და "მოსაწყენ ხვრელებს" ნიშნავს, "ფობია" კი, როგორც იცით, შიშს აღნიშნავს. შესაბამისად, ეს არის ბევრი პატარა ხვრელის შიში. ეს ტერმინი ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაციის მიერ არ არის აღიარებული და მენტალური ჯანმრთელობის ექსპერტები დაობენ იმის თაობაზე, ნამდვილი ფობიაა თუ უბრალოდ უჩვეულო ქცევა არასასიამოვნო ვიზუალის მიმართ. ამ ფობიით შეპყრობილებს შესაძლოა, ეშინოდეთ ყავაში "ბუშტუკების", მზესუმზირის ყვავილის გულის, ან თაფლის ფიჭის.

2013 წელს ჩატარებულ კვლევაში, რომელსაც "ხვრელების შიში" ერქვა, ორი მკვლევარი ესექსის უნივერსიტეტიდან პირველად შეეჭიდა მეცნიერულად ამ შიშს. მათ დაკვირვება მოახდინეს 286 ზრდასრულ ადამიანზე და დაასკვნეს, რომ თუ ადამიანს ეშინია ობობების, გველების და მორიელების, რომლებიც კბენის შემდეგ მსგავს ხვრელებს ტოვებენ, ტრიფოფობიაც ამ შიშების ევოლუციური ადაპტაციაა.

მომზადებულია news.nationalgeographic.com-ს მიხედვით

"თვალებს არ ვუჯერებდი, როდესაც ამ საქაღალდეებში დოკუმენტები ვიპოვე" - რა უნიკალურ არქივს მიაკვლია ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ

"მეიტანეთ ღვინო და ღობესთან მუალ მე" -  წარწერები გურიაში სასაფლაოზე და ფოტოები, რომლებიც ინტერნეტჰიტად იქცა

ნამდვილი "ლაზიერის გამბიტი", რომელმაც ჭადრაკის სამყარო დაიპყრო - ნონა გაფრინდაშვილი დღეს 80 წლის გახდა