პლაჟზე ნაპოვნ ნიჟარაში ქალმა საოცრად სევდიანი წარწერა აღმოაჩინა...

პლაჟზე ნაპოვნ ნიჟარაში ქალმა საოცრად სევდიანი წარწერა აღმოაჩინა...

აშშ-ში, მასჩუსეტში მდებარე ვესტ დენისის სანაპიროზე წყალმა უჩვეულო ნიჟარა გამორიყა... ნიჟარა, რომელზეც გულისამაჩუყებელი წარწერაა გაკეთებული, ადგილობრივი მცხოვრების კრისტინა მასტროს 4 წლის შვილმა იპოვა პლაჟზე ქვიშაში თამაშის დროს.

ნიჟარაზე დედის წერილია გარდაცვლილი შვილისადმი: "მეთ, ჩემო ლამაზო ბიჭუნა, მუდამ გვენატრები და გვიყვარხარ. დედა".

კრისტინამ ნიჟარის ფოტო ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა. რამდენიმე დღეში ფოტო 50 000-ზე მეტმა მომხმარებელმა გააზიარა აშშ-ის სხვადასხვა შტატიდან.

"ნიჟარა უკან ზღვაში ჩავაბრუნეთ. ვიცით, რომ მისი მოგზაურობა ჯერ არ დასრულებულა..." - წერს მასტრო.

მომზადებულია msn.com-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს