ავტორი:

"ბუხენვალდის ალქაჯის" ცხოვრება - მსოფლიოს უსასტიკესი ქალი, რომელიც ადამიანის კანისგან სუვენირებს ამზადებდა

"ბუხენვალდის ალქაჯის" ცხოვრება - მსოფლიოს უსასტიკესი ქალი, რომელიც ადამიანის კანისგან სუვენირებს ამზადებდა

ეს ფრაუ, რომელიც წარსულში ჩვეულებრივი ბიბლიოთეკარი გახლდათ, მსოფლიოს ყველაზე სასტიკი ქალების სიაში შევიდა. მას "ბუჰენვალდის ალქაჯს", "ბუხენვალდის ძუკნასა" და "ფრაუ აბაჟურს" უწოდებდნენ. მაშ ასე, გაიცანით: ილზა კოხი, ერთ-ერთი უმსხვილესი გერმანული საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტის ცოლი, ნაცისტი, რომელიც ადამიანის კანისგან სუვენირებს ამზადებდა.

ილზა კელერი დრეზდენში, მუშების ოჯახში დაიბადა. სკოლაში კარგად სწავლობდა და ძალიან ხალისიანი გოგონა იყო. ახალგაზრდობაში ბიბლიოთეკარად მუშაობდა, სოფლელ ბიჭებში პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა თავს სხვებზე მაღლა აყენებდა.

1932 წელს ნაციონალ-სოციალისტურ გერმანულ მუშათა პარტიაში შევიდა. 1934 წელს კარლ კოხი გაიცნო, რომელსაც 2 წელიწადში ცოლად გაჰყვა.

ცოლ-ქმარი კოხები

როგორ იქცა ჩუმი ბიბლიოთეკარი მონსტრად, რომელიც მთელ ბუხენვალდს აზანზარებდა? "მსგავსი მსგავსს იზიდავს" - როდესაც მისი ეგოიზმი ესესელი კარლ კოხის ამბიციებთან გაერთიანდა, ილზას ფარული სიბილწე აშკარა გახდა...

საშინელი მეტსახელი "ფრაუ აბაჟური" ილზამ სხვების კანზე არსებული ტატუებისადმი სიყვარულის გამო მიიღო. პატიმრები ყვებოდნენ, რომ სადისტი ქალი ტატუს მქონე პატიმრებს აკვლევინებდა, რათა შემდეგ მათი კანისგან სხვადასხვა ნაკეთობები მოემზადებინა (აბაჟურები, ხელთათმანები და წიგნის სანიშნეები).

ყველაზე შესაფერის "მასალად" ბოშებისა და რუსების კანს მიიჩნევდა, რადგან მათ ხშირად ტატუ ზურგზე ან გულმკერდზე ჰქონდათ. სასიკვდილო განაჩენის თავიდან ასარიდებლად, ტყვეები ტატუებს ისახიჩრებდნენ ან ცდილობდნენ გაზის კამერაში მოხვედრას, სადაც ტატუები ფუჭდებოდა.

ადამიანის ტატუირებული კანისგან შექმნილი "სუვენირები"

კოხების წყვილმა ამ სისასტიკეზე ჰიტლერის არმიის განადგურებამდე აგო პასუხი. 1942 წლის მიწურულს, ცოლ-ქმარი ნაცისტური სასამართლოს წინაშე წარსდგა, "დაუნდობლობისა და ამორალობის" ბრალდებით. ბუხენვალდის კომენდანტი მექრთამეობასა და ექიმი ვალტერ კრემერის მოკვლაში დაადანაშაულეს, რომელმაც კოხი სიფილისისგან განკურნა და შეეძლო ამის შესახებ სადმე წამოსცდენოდა. კარლი დახვრიტეს, მისი მეუღლე კი დააპატიმრეს, თუმცა მალევე მოუხსნეს ბრალდებები და გაათავისუფლეს.

ილზა კოხი კვლავ დააკავეს 1947 წელს, მაგრამ სასტიკ მკვლელობებში თავის მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფდა.

სასამართლო სხდომაზე ადამიანის კანისგან დამზადებული ნაკეთობების კოლექცია და სხვა ნივთმტკიცებები წარადგინეს. უამრავი მოწმე გამოჩნდა, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ კომენდანტის ცოლი და ექიმი კრემერი (სწორედ ის ექიმი, რომელიც კარლ კოხმა მოკლა) მართლაც ამზადებდნენ ადამიანის კანისა და ძვლებისგან ნაკეთობებს. თუმცა, საკმარისი მტკიცებულებების უქონლობის გამო, "ბუხენვალდის ალქაჯი" სიკვდილით არ დასაჯეს: მხოლოდ ციხეში ჩასვეს.

ილზა კოხის სასამართლო პროცესი

საოცარია, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ამერიკელმა გენერალმა ლუციუს კლეიმ, გერმანიაში ამერიკული საოკუპაციო ზონის სამხედრო კომენდანტმა, ფრაუ კოხი გაათავისუფლა, რადგან მიიჩნია, რომ ბრალდებები არასაკმარისად იყო დამტკიცებული.

ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოების დიდი პროტესტი გამოიწვია, ამიტომ, 1951 წელს ილზა კოხი კვლავ დააპატიმრეს და დასავლეთ გერმანიის სასამართლომ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

კოხის მიერ შეტანილი აპელაციები მალევე უარყოფილ იქნა. "ბუხენვალდის ალქაჯმა" 1967 წლის 1 სექტემბერს საკუთარ საკანში თავი ჩამოიხრჩო.

დუდანა ზაქარაია, AMBEBI.GE

"2021 წელიც რთული იქნება...  დაახლოებით 2022-ის გაზაფხულიდან მოყოლებული ეს ყველაფერი გადაივლის" - ასტროლოგი

რეზო გიგინეიშვილი მესამე ცოლსაც დაშორდა -  წყვილის გაყრის მიზეზი ისევ ფული გახდა?

როგორ მიულოცა ელისაბედ მეორემ მეამბოხე რძალს დაბადების დღე - ფოტო და მილოცვა, რომელმაც ბრიტანელები გაანაწყენა