ჩემს თავზე ნაცადი დიეტა მაწვნის მოყვარულთათვის

ჩემს თავზე ნაცადი დიეტა მაწვნის მოყვარულთათვის

პირველ რიგში მინდა გირჩიოთ, რომ ძალიან ნუ ინერვიულებთ და დეპრესიაში ნუ ჩავარდებით იმის გამო, რომ ოდნავ მომატებული ხართ, ან თუნდაც პუტკუნა. რადგან დეპრესია და ნერვიულობა მერწმუნეთ, ანელებს წონაში კლების პროცესს. თუ გინდათ წონაში დაიკლოთ, უნდა ეცადოთ რაც შეიძლება ხალისიან და მხიარულ "ტალღაზე" იყოთ. მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას და თუ ვერ ვარჯიშობთ, ხშირად იცეკვეთ. ეს კალორიების ხარჯვაშიც დაგეხმარებათ და განწყობის ამაღლებაშიც.

ახლა კი შემოგთავაზებთ დიეტას, რომელიც მე და ჩემმა მეგობარმა დავიცავით. მე 6კგ დავიკელი, მეგობარმა - 8კგ. ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენი კილო ხართ, რაც უფრო მეტია სხეულის მასა, მით მეტი წონა აკლდება.ეს დიეტა ცოტა ნებისყოფას მოითხოვს, მაგრამ შედეგიანია და ღირს გარჯა:) მაშ ასე:

1-დღე. 1 კგ მოხარშული კარტოფილი; 2-დღე. 1 ჭიქა მოხარშული ბრინჯი და 5 ცალი მოხარშული კარტოფილი; 3-დღე. 1-1, 5 კგ ვაშლი; 4-დღე. 1 ქილა მაწონი და 200გრ არაჟანი; 5-დღე. 1 ქილა მაწონი და 200 გრ ხაჭო; 6-დღე. 1 ჭიქა მოხარშული წიწიბურა და 1 ქილა მაწონი; 7-დღე. 2 ც. მოხარშული კვერცხი და 1 ქილა მაწონი; 8-დღე. 1 კგ ან 1 ასხმა შავი ქლიავის ჩირი (ან ნებისმიერი ჩირი); 9-დღე. 2-3 ქილა მაწონი; 10-დღე. 2-3 ლიტრა მინერალური წყალი.

თუ მოგშივდათ მიირთვით ვაშლი, კიტრი, პომიდორი, უშაქრო ყავა და ჩაი, ოღონდ არა მე-10 დღეს. აქედან დიდი რაოდენობით შეგიძლიათ მიიღოთ მხოლოდ ჩაი (უმჯობესია მწვანე).

წყარო: intermedia.ge

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს