შამპანურის 5 ყველაზე ცნობილი ბრენდი - საინტერესო ფაქტები მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებზე

შამპანურის 5 ყველაზე ცნობილი ბრენდი - საინტერესო ფაქტები მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებზე

შეგიძლიათ დაასახელოთ შამპანურის საუკეთესო ბრენდები? იცით, რომელი შამპანურის გამო თქვა უარი ჯეიმს ბონდმა "ვოდკა მარტინიზე?" ან რომელი ბრენდის სახეები არიან სკარლეტ იოჰანსონი ან კლაუდია შიფერი? მოკლედ, დადგა დრო, გავერკვეთ. გთავაზობთ შამპანურის ყველაზე ცნობილი ბრენდების ხუთეულს, რომელთაგან ზოგიერთი რობერტ პარკერმა მოიხსენია თავის წიგნში უდიდესი ღვინოებისა და მეურნეობების შესახებ.

კლიკოს ქვრივი (Veuve Clicquot Ponsardin)

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი შამპანურის "ქალური" ბრენდი - Veuve Clicquot. მე-19 საუკუნის დასაწყისში მამაცმა 27 წლის ქვრივმა ქალმა, გვარად კლიკო (ქალიშვილობაში ბარბ ნიკოლ პონსარდენი), ქმრისგან მემკვიდრეობით საშუალო დონის მეღვინეობა მიიღო და წარმოუდგენელ მწვერვალებამდე აიყვანა. ქალმა თავისი შესანიშნავი პროდუქციით მიწისქვეშეთის 18 კილომეტრი შეავსო, რომელიც ქალაქისგან გამოისყიდა და ღვინის მარნად აქცია. კლიკოს ქვრივს ეკუთვნის შამპანურის კრისტალურ გამჭვირვალობამდე გაწმენდის მეთოდის ავტორობა, რომლითაც დღემდე სარგებლობს მსოფლიოს ყველა მეღვინე.

მასვე ეკუთვნის შამპანურის საცობის შემაკავებელი მავთულის გამოგონება - სითხე ბოთლში წნევის ქვეშ იმყოფება, რომელიც ავტომობილის საბურავის წნევას 3-ჯერ აღემატება.

კლიკომ 88 წელი იცოცხლა. მან მეღვინეობისადმი გულგრილი ნათესავები მემკვიდრეობის გარეშე დატოვა და თავისი აყვავებული საქმე გადასცა ადამიანს, რომელიც ბოლომდე მასთან მუშაობდა - მმართველსა და მეგობარს, ედუარდ ვერდეს, რომლის შთამომავლებმაც ბრენდის სახელი კიდევ უფრო გაამყარეს და დღესდღეობით ყველაზე ცნობილ შამპანურად აქციეს. Veuve Clicquot-ს მსოფლიოს 150 ქვეყანაში მიირთმევენ.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს