"ცხოვრების ჩვეული რიტმის შეცვლა მოგვიწევს" - რა გველის მომდევნო ერთი თვის განმავლობაში და რაზე გვაფრთხილებს ასტროლოგი

"ცხოვრების ჩვეული რიტმის შეცვლა მოგვიწევს" - რა გველის მომდევნო ერთი თვის განმავლობაში და რაზე გვაფრთხილებს ასტროლოგი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი მომდევნო ერთი თვის ასტროლოგიურ პროგნოზს სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

"უახლოეს დღეებში მარსისა და ურანის ურთიერთდაძაბული ასპექტის გამო რთული იქნება წინასწარ დაგეგმილი გზებით სიარული, რაღაც მოულოდნელობები, გაუთვალისწინებელი გარემოებები ჩაერევიან და ცხოვრების ჩვეული რიტმის შეცვლა მოგვიწევს. ამავდროულად ეს საქმეები კალეიდოსკოპური სისწარაფით ცვლიან ერთმანეთს.

ურანისა და მარსის კვადრატს მზისა და ურანის კვადრატიც ემატება 21 რიცხვიდან, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ სახიფათოა დაძაბული სიტუაციების წარმოშობა ჩვენს პარტნიორებთან, მეგობრებთან თანამოაზრეებთან. თუ თქვენ გყავთ სპონსორი, სჯობს ამ დღეებში არ გაეკაროთ ახლოს, ვინაიდან არის საშიშოროება ასეთ ადამიანებთან დაპირისპირებაში მოსვლისა. უმჯობესი იქნება, თუ ნუ მიმართავთ ოფიციალურ ინსტანციებს თქვენი საქმეების მოსაგვარებლად. 25 ივლისის ჩათვლით

საფრთხეში დგას ჩვენი ტექნიკაც, ისევ და ისევ მომეტებული ავარიულობის პერიოდია და როგორც საჭესთან მჯდომებს, ისე ფეხით მოსიარულეებს, მეტი ყურადღების გამოჩენა გვმართებს.

ეს ის პერიოდია, როდესაც იჩენს თავს სურვილი ვიყოთ განსხვავებულები, ორიგინალურები, ბრუტალურები. თუმცა სამწუხაროდ ამას არ იქნება კონსტრუქციული ხასიათი, ასპექტის დაძაბულობის გამო. რომანტიული გატაცებები, რომელიც ამ კვირაში შესაძლოა აღმოცენდეს, არ იქნება გრძელვადიანი, ამიტომ ნუ დაამყარებთ ამ ურთიერთობებზე დიდ იმედებს.

საბედნიეროდ ცაზე ასევე გვაქვს მერკურისა და სატურნის ტრინი, მოგეხსენებათ ტრინი ჰარმონიული ასპექტია და სწორედ მისი მეშვეობით კოსმოსი მოგვცემს საშუალებას დავაბალანსოთ ჩვენი გაცხელებული თავები, მეტი კონსტრუქციულობა და რეალიზმი შევიტანოთ ქმედებებში.

რაც შეეხება მარსისა და მზის ადგილმონაცვლეობას. ეს ცვლილებებიც სასიკეთოდ აისახება ჩვენს ცხოვრებაზე. მზე ლომში დარჩება 23 აგვისტომდე, ხოლო მარსი 5 სექტემბრამდე. მთელი ეს პერიოდი ძალზე მნიშვნელოვანი იქნება იმ ხალხისათვის, ვისაც პირად რუკაში მზე ან მარსი ლომის ნიშანში ჰყავთ, აგრეთვე მათთვისაც, ვინც ხელოვნების სფეროში მოღვაწეობს. განსაკუთრებით კი მსახიობების, მხატვრების და მწერლებისათვის. ვინაიდან ამ პერიოდის მთავარი მოტივაცია იქნება ვიყოთ სხვებისთვის შესამჩნევები, რაც შესაძლოა შემოქმედებითი იმპულსების გაღვივებითაც გამოიხატოს. შესაძლოა ითქვას რომ პროდუქტიული შემოქმედებითი წვის პერიოდი დგება.

ადამიანები გახდებიან უფრო მეტად ენერგიულები, პოზიტიურები, თვითდამკვიდრების მეთოდებიც შესაბამისად შეიცვლება და მართალია ოდნავ მეტი თეატრალურობა და პომპეზურობა იქნება შესამჩნევი, მაგრამ მოიმატებს სითბოს, სიყვარულის გაცემის სურვილიც.

და ბოლოს, კვირას დააგვირგვინებს, როგორც უკვე ვთქვით, ახალმთვარეობა ლომის ნიშანში. რას გირჩევთ ამჯერად? როგორც იცით, ახალმთვარეობა მზისა და მთვარის შეერთებისას ხდება. ამჯერად ამას მარსთან შეერთებაც ემატება, ეს თავისებურ ელფერს მისცემს ამ მოვლენას და პირადი აქტიურობის გამოვლენის, ახალი ინიციატივების, ახალი პროექტების წინ წამოწევის საშუალებას მოგვცემს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალმთვარეობის ძირითად თემატიკას მაინც ლომი განსაზღვრავს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასიყვარულო საკითხები ძალზე მნიშვნელოვანი იქნება, ასევე ნებისმიერი თემა რომელიც ეხება ჩვენს ბავშვებს- დაწყებული ჩასახვიდან დამთავრებული თუნდაც მათი საზოგადოებაში გასვლის პირველი მცდელობებით, ვინაიდან ეს პერიოდი ხელს შეუწყობს სწორედ თვითგამოვლენას, შემოქმედებას, საკუთარი ნიჭისა და ტალანტების გამომზეურებას".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს