6852 კუნძულისგან შემდგარი "მზის სამშობლო" მოსახლეობის მიხედვით, მსოფლიოში მეათე ადგილს იკავებს. დიდი ტოკიო, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის დე ფაქტო დედაქალაქი ტოკიო და მის ირგვლივ მდებარე რამდენიმე პრეფექტურა შედის, დედამიწის უდიდესი ქალაქია.
მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკურ ძალას, სიდიდით მეორე ეკონომიკა აქვს მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით და მესამე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით. გარდა ამისა, იაპონია ერთადერთი აზიური ქვეყანაა დიდ შვიდეულში და გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი.
მიუხედავად იმისა, რომ იაპონიამ ოფიციალურად უარყო ომის წარმოების შესაძლებლობა, მას ძლიერი და თანამედროვე ჯარი ჰყავს, რომელიც თავდაცვისა და სამშვიდობო ოპერაციებისათვის გამოიყენება.
იაპონელების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მსოფლიოში ყველაზე გრძელია.